მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკრობანკი კრისტალი TEDxTbilisi 2026-ის გენერალური პარტნიორია
მიკრობანკი კრისტალი TEDxTbilisi 2026-ის გენერალური პარტნიორია

მიკრობანკი კრისტალი TEDxTbilisi 2026-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE5 მაისი, 2026, 18:26|bm.ge

მიკრობანკ “კრისტალის” მხარდაჭერით, TEDxTbilisi-ს სივრცემ კიდევ ერთხელ გააერთიანა იდეების, ცოდნისა და შთაგონების მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცვლილებებისკენ, პიროვნული და პროფესიული განვითარებისკენ ისწრაფვიან.

წლევანდელი ღონისძიება თემას “პატარა ნაბიჯები” დაეთმო, რათა სიმბოლურად წარმოეჩინა პროცესი, რომლის მეშვეობითაც მნიშვნელოვანი მიზნები თანმიმდევრული და გააზრებული ქმედებებით მიიღწევა. ეს კონცეფცია დიდწილად „კრისტალის“ განვითარების ისტორიასაც ასახავს: კომპანია, რომელმაც საქმიანობა 28 წლის წინ, პატარა ნაბიჯებით დაიწყო, დღეს ქართული საფინანსო სექტორის წარმატებულ ორგანიზაციას წარმოადგენს. ამ გზაზე კი, შრომასა და პროფესიონალიზმთან ერთად, მნიშვნელოვანი მამოტივირებელი ფაქტორები ახალი ცოდნის, გამოცდილებების გაზიარება და ცვლილებებისკენ მუდმივი სწრაფვა იყო.

კომპანიის საქმიანობის საფუძველს წარმოადგენს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, ასევე იმ მცირე, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბიძგების შექმნა, რომლებიც ადამიანებსა და ბიზნესებს განვითარების გზაზე წინსვლაში ეხმარება. ეს ღირებულებები „კრისტალის“ კორპორაციულ კულტურას დაარსების დღიდან განსაზღვრავს და TEDxTbilisi 2026-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ღირებულებების ნაწილია.

“TEDx მთელ მსოფლიოში არაერთი ადამიანისთვის იქცა სივრცედ, სადაც ხშირად აღმოაჩენენ ცოდნას, სიახლეებსა და შთაგონებას პირადი თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ცვლილებებისთვის. მოხარულები ვართ, რომ წელს ეს ღონისძიება სწორედ “კრისტალთან” პარტნიორობით გაიმართა. მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა ხელს უწყობს იდეების გავრცელებასა და საზოგადოების გაძლიერებას, ხოლო ღონისძიებაზე გაზიარებული ისტორიები და ხედვები შესაძლოა იქცეს მოტივაციად ახალი შესაძლებლობების რეალიზებისთვის და კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ ყველაზე ამბიციურ მიზნამდე გზა სწორედ პატარა ნაბიჯებითა და ცვლილებებით იწყება”, - აღნიშნავს მიკრობანკ “კრისტალის” გენერალური დირექტორი ილია რევია.

TEDx გლობალური მასშტაბის ღონისძიებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება და ათასობით მონაწილეს აერთიანებს. იგი წარმოადგენს იდეების გაზიარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების სივრცეს. TEDxTbilisi საქართველოში 2012 წლიდან იმართება TED-ის ლიცენზიის ფარგლებში და უკვე ტრადიციულად მასპინძლობს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ სპიკერებს. ღონისძიება ყოველწლიურად 500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს და ქმნის პლატფორმას ინოვაციური იდეებისა და გამოცდილებების გაზიარებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE