
რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემა დააზიანა, უკრაინულმა დრონებმა კი - რუსული საწარმო
რუსეთის მასშტაბურმა საჰაერო დარტყმებმა უკრაინის ოთხ რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა, რის გამოც ასობით ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდასხმების ინტენსივობა გასულ ღამეს განსაკუთრებით მაღალი იყო. მან განმარტა, რომ რუსულმა მხარემ გადამჭრელი რაკეტების დეფიციტის გამოყენება მაქსიმალურად სცადა.
ტერნოპოლის ოლქის გუბერნატორ ტარას პასტუხის განცხადებით, ინფრასტრუქტურაზე დარტყმის გამო ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე დასახლებაში შეწყდა.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის საზღვრები გადაკვეთეს და ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე სამრეწველო ობიექტი სერიოზულად დააზიანეს. ოლქის გუბერნატორ გლებ ნიკიტინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად საწარმო მნიშვნელოვნად დაზარალდა.
ამას გარდა, ოფიციალურმა კიევმა განაცხადა, რომ იერიში როსტოვის ოლქში მდებარე კამენსკის ქარხანაზეც იქნა მიტანილი. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ეს საწარმო რუსული რაკეტების წარმოებაში მონაწილეობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge