მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა

BM.GE30 ივლისი, 2026, 18:50|bm.ge

მიკროსაფინანსო სექტორს წმინდა მოგება 66.5%-ით გაეზარდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 117.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70.5 მლნ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორის მთლიანი აქტივები 2.579 მლრდ ლარს შეადგენს. ვალდებულებები კი, 1.7 მლრდ ლარია.

წლის პირველი ნახევრისთვის მიკროსაფინანსოებს სულ 872 313 სესხი ჰქონდათ გაცემული, ჯამში საკრედიტო პორტფელი 2.171 მლრდ ლარს შეადგენს. წინა წლების მსგავსად, მთავარი ფოკუსი სალომბარდე სესხებზეა. ასეთი სულ 800 354 კრედიტია გაცემული. ლომბარდით მოქალაქეებს 1.722 მლრდ ლარის აქვთ ნასესხები. ეს მისო-ების ჯამური დაკრედიტების 79%-ია.

საკრედიტო პორტფელში მეორე ადგილზეა სამომხმარებლო სესხები 287.4 მლნ ლარით. მესამეზე ვაჭრობის და მომსახურება - 80.5 მლნ-ით.

იურიდიულ პირებზე სულ 534 სესხია გაცემული, რომლის ჯამური პორტფელი 20.495 მლნ ლარია.

ბაზარზე სულ 28 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

IEA წელს ნავთობის მიწოდების დეფიციტის ზრდასა და მოთხოვნის კლებას ელის

BM.GE

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

Steakhouse #1-ის გაყიდვები ყოველწლიურად საშუალოდ 5-10%-ით იზრდება - შოთა ბურჯანაძე

BM.GE

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

წარმოების გაორმაგება, საწყობი ნიდერლანდებში... - რა გეგმები აქვს „გოგლას მეღვინეობას“?

BM.GE

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

წელს, საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაში ჩვენი ინვესტიცია შესაძლოა, $100 მილიონამდეც ავიდეს - ირაკლი ბურდილაძე

BM.GE