მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.57 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.57 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში ₾1.57 მილიარდის ოქრო და ძვირფასეულობა არის დალომბარდებული

BM.GE30 ივლისი, 2026, 20:40|bm.ge

მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სულ 1.57 მილიარდი ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვთ ჩადებული - ამის შესახებ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სებ-ში წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის სალომბარდე კრედიტები ყველაზე შემოსავლიანი სეგმენტია, სწორედ ამიტომ აღნიშნული პორტფელი წლიურად 33%-ით ანუ 426 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.72 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი 2.17-მილიარდიანი სასესხო პორტფელის 79%-ია.

გარდა 1.48 მილიარდის ოქროსი და ძვირფასეულობის, მისო-ებში კრედიტის უზრუნველყოფის სახით 118 მილიონი ლარის ღირებულების ავტომობილები და 6.8 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება არის დაგირავებული.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისო-ებმა 2026 წლის პირველ ნახევარში 287 მილიონი ლარის საპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც წლიურად 43%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. შემოსავლების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია სალომბარდე კრედიტებთან, რადგან ამ სეგმენტიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 195 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 54%-ით არის გაზრდილი.

აღნიშნულზე მნიშვნელოვნად მოქმედებს ოქროს ფასის ზრდაც, რაც მისო-ებში დაცული ძვირფასეულობის ღირებულებას კიდევ ზრდის.

მთლიანობაში სალომბარდე სესხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 79%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს რომ მისო-ების საქმიანობა ამჟამად სწორედ სალომბარდე კრედიტების გაცემასთან არის დაკავშირებული.

მთლიანობაში, 2026 წლის პირველ ნახევარში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 117.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, მაშინ როცა 2025 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 70.5 მლნ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

GCCA-მა "ჯორჯიან ეარვეისს" მგზავრის ჩემოდნის დაზიანებაზე დარღვევა დაუდგინა|ავიაკომპანია გასაჩივრებას გეგმავს

GCCA-მა "ჯორჯიან ეარვეისს" მგზავრის ჩემოდნის დაზიანებაზე დარღვევა დაუდგინა|ავიაკომპანია გასაჩივრებას გეგმავს

BM.GE

საბანკო რეზოლუციის ჩარჩო ერთ-ერთი სამაგალითოა - ნათია თურნავა

საბანკო რეზოლუციის ჩარჩო ერთ-ერთი სამაგალითოა - ნათია თურნავა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

"მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - ირაკლი კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზე

"მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - ირაკლი კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზე

BM.GE