მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიმდინარე კვირაში ქერჩის ხიდზე მესამე თავდასხმა განხორციელდა - მედია
მიმდინარე კვირაში ქერჩის ხიდზე მესამე თავდასხმა განხორციელდა - მედია

მიმდინარე კვირაში ქერჩის ხიდზე მესამე თავდასხმა განხორციელდა - მედია

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 13:53|bm.ge

უკრაინამ ქერჩის ხიდზე მორიგი თავდასხმა განახორციელა. ეს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით მესამე შეტევაა.

ინფორმაცია ახალი შეტევის შესახებ მოსკოვის დროით 01:35 საათზე ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა.

„ყირიმის ხიდზე მორიგი თავდასხმის შედეგად მოძრაობა დროებით შეჩერებულია. ყველა პასუხისმგებელი სამსახური ჩართულია სამუშაოებში. მიმდინარეობს ზარალის შეფასება“, - განაცხადა აქსიონოვმა.

როგორც ტრანსპორტის სამინისტროში დააზუსტეს, თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა და ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ობიექტის დაზიანების ოფიციალური დადასტურება ან თავდასხმაში უკრაინის მონაწილეობის შესახებ ოფიციალური კომენტარი არ გავრცელებულა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე კვირის განმავლობაში ქერჩის ხიდზე პირველი იერიში 16 ნოემბერს მიიტანეს. მეორე დარტყმა მომდევნო დღეს, 17 ნოემბრის დილას განხორციელდა. ცნობილი გახდა, რომ განმეორებითი თავდასხმის შემდეგ ხიდის ერთ-ერთი თაღი და საგზაო საფარის ნაწილი ზღვაში ჩაინგრა, ხოლო ხიდზე მატარებლებისა და ავტომობილების მოძრაობა შეჩერდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ღამით თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები „პალიანიცა“ გამოიყენეს, რომლებმაც ხიდის საავტომობილო ნაწილი დააზიანეს, ხოლო სარკინიგზო ნაწილს „ნეპტუნის“ რაკეტებით, „რუტასა“ და FP-5-ის დრონებით, ასევე რაკეტა „ფლამინგოთი“ დაარტყეს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა.

როგორც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ანდრეი ნიკიტინმა 18 ნოემბერს განაცხადა, რუსეთს შეუძლია ყირიმის ხიდის შემჭიდროებულ ვადებში აღდგენა და ეს საკითხი მთავრობის კონტროლზეა.

ცნობისთვის: უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. მოგვიანებით საოკუპაციო ძალებმა ქერჩის სრუტეზე ხიდი ააშენეს. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი წარმოადგენს ორ გადასასვლელს (საავტომობილოსა და სარკინიგზოს), რომლებიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთთან აკავშირებს. უკრაინაში არაერთხელ გაკეთდა განცხადება ქერჩის ხიდის უკანონობასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ იგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კანონიერ სამიზნეს წარმოადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

BM.GE

საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

BM.GE

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება

BM.GE

9 თვეში პარკირების წესების დარღვევის 885 565 ფაქტი აღირიცხა - ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია

9 თვეში პარკირების წესების დარღვევის 885 565 ფაქტი აღირიცხა - ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისშია

BM.GE