მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მინიმალურ მარჟაზე და დანის პირზე ვმუშაობთ“ - ტურიზმის სექტორი მხარჯველუნარიანი ვიზიტორების კლებასა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის
„მინიმალურ მარჟაზე და დანის პირზე ვმუშაობთ“ - ტურიზმის სექტორი მხარჯველუნარიანი ვიზიტორების კლებასა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის

„მინიმალურ მარჟაზე და დანის პირზე ვმუშაობთ“ - ტურიზმის სექტორი მხარჯველუნარიანი ვიზიტორების კლებასა და გაზრდილ ხარჯებს ებრძვის

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 13:20|bm.ge

საქართველოს ტურიზმის სექტორში მხარჯველუნარიანი ვიზიტორების ნაკადის შემცირება და გაზრდილი საოპერაციო ხარჯები ადგილობრივი ბიზნესისთვის სერიოზულ გამოწვევად რჩება. კომპანია „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებლის, გერმანე ჭელიძის განცხადებით, ბაზარზე ტურისტების ქცევა და სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა.

კერძოდ, ყურის ქვეყნებიდან - დუბაიდან, ქუვეითიდან, ბაჰრეინიდან და საუდის არაბეთიდან - მაღალბიუჯეტიანი ტურისტების ნაკადი მკვეთრად შემცირდა, რაც ბიზნესის შემოსავლებზე პირდაპირ აისახა. თვალსაჩინოდ გაიზარდა ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა, თუმცა მათი მხარჯველუნარიანობა ადგილობრივ ეკონომიკაში დაბალია, ვინაიდან ისინი ძირითადად ჩინურ ინფრასტრუქტურასა და საკუთარ რესტორნებს მოიხმარენ.

„ჩვენი ბიზნესის მთავარი დასაყრდენი და მომწოდებელი ყურის ქვეყნები იყო. 28 თებერვალს დაწყებული კრიზისის გამო, მომდევნო დღესვე ეს დიდი ნაკადი თითქმის სრულად გაჩერდა. დუბაიდან, ქუვეითიდან და ბაჰრეინიდან ტრაფიკი მკვეთრად შემცირდა, ხოლო საუდის არაბეთიდან ვიზიტორები ასე თუ ისე მაინც ჩამოდიან. შედეგად, დავკარგეთ ყველაზე მხარჯველუნარიანი სეგმენტი, რომელიც კომპანიისთვის ძირითად შემოსავალს აგენერირებდა.

რაოდენობრივად ჩინელი ტურისტების მასა კი გაიზარდა, თუმცა ადგილობრივ ეკონომიკაში ისინი ფულს პრაქტიკულად არ ხარჯავენ. ჩინელი ვიზიტორები ჩაკეტილი სქემით მოქმედებენ: იკვებებიან მხოლოდ თავიანთ რესტორანში, ქართული სამზარეულო არ ხიბლავთ და ადგილობრივი პროდუქციის ან სუვენირების ყიდვასაც არიდებენ თავებს, რადგან ამბობენ, რომ ყველაფერი ჩინური წარმოების იყიდება. საბოლოო ჯამში, მათგან ერთადერთი ხარჯი სასტუმროებზე მოდის, რაც ადგილობრივი ტურისტული სერვისებისთვის რეალურ სარგებელს ვერ ქმნის“, - განაცხადა ჭელიძემ.

პარალელურად, კომპანიებს სერიოზულ ფინანსურ წნეხად აწვება გაზრდილი საოპერაციო ხარჯები, სადაც წამყვანი გაძვირებული საწვავია.

„ბოლო ერთ თვეში დიზელის საწვავი დაახლოებით 20 თეთრით გაგვიძვირდა. ამის პარალელურად, მომსახურების ფასებს ვერ ვზრდით, რადგან ბაზარზე შესაბამისი მოთხოვნა და კლიენტების საკმარისი რაოდენობა არ არის. იძულებულნი ვართ, საკუთარი მოგების წილი შევამციროთ, მინიმალურ მარჟაზე ვიმუშაოთ და, როგორც იტყვიან, „დანის პირზე“ გავიდეთ. ფაქტობრივად, ყოველდღიურად ყველაფერი გვიძვირდება. მაგალითად საბანკო საკომისიოები თუ სხვა რამ“, - უთხრა „საქმიან დილას“ გერმანე ჭელიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"

"ანაკლია, როგორც ტურისტული ზონა, რატომღაც ყველას მიავიწყდა" - სასტუმრო "თეთრი სახლი ანაკლიაში"

BM.GE

ყველაფერი OpenAI-ს უახლესი მოდელის GPT-6 Astra-ს შესახებ

ყველაფერი OpenAI-ს უახლესი მოდელის GPT-6 Astra-ს შესახებ

BM.GE

288 აპლიკანტი 5 ადგილზე: როგორ შეეხო კვოტების შემცირება ილიაუნის განათლების ადმინისტრირების პროგრამას

288 აპლიკანტი 5 ადგილზე: როგორ შეეხო კვოტების შემცირება ილიაუნის განათლების ადმინისტრირების პროგრამას

BM.GE

"უკვე ვფიქრობ - ღირს კი ამ საქმის გაგრძელება?" - მეღვინე სერტიფიცირების 10 -ლარიან მოსაკრებელზე

"უკვე ვფიქრობ - ღირს კი ამ საქმის გაგრძელება?" - მეღვინე სერტიფიცირების 10 -ლარიან მოსაკრებელზე

BM.GE