მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Mistral-ის ახალმა AI მოდელმა ჩინურ სისტემებს კიბერუსაფრთხოებაში გადაუსწრო
Mistral-ის ახალმა AI მოდელმა ჩინურ სისტემებს კიბერუსაფრთხოებაში გადაუსწრო

Mistral-ის ახალმა AI მოდელმა ჩინურ სისტემებს კიბერუსაფრთხოებაში გადაუსწრო

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 03:14|bm.ge

ფრანგული სტარტაპის, Mistral-ის უახლესმა ხელოვნური ინტელექტის მოდელმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჩინურ კონკურენტებს გადაუსწრო. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არტურ მენშმა ეს სიახლე აბუ-დაბიში გამართულ კონფერენციაზე გააჟღერა და ახალი პროდუქტის ოფიციალური პრეზენტაციაც დააანონსა.

მენშის განცხადებით, ეს შედეგი უარყოფს იმ გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ევროპას გლობალურ ბაზარზე კონკურენცია არ შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელს კონკრეტული ჩინური სისტემები და შეფასების კრიტერიუმები გამოსვლისას არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ Mistral-მა მათ შესაძლებლობებს სრულად გადააჭარბა.

ინფორმაციისთვის, ფრანგული Mistral-ი კონკურენტებისგან განსხვავებით თავის დამკვიდრებას შედარებით უსაფრთხო ევროპული ალტერნატივის სტატუსით ცდილობს. ის მასშტაბებით ამერიკულ გიგანტებს, OpenAI-სა და Anthropic-ს საგრძნობლად ჩამორჩება. თუმცა სამი წლის წინ დაფუძნებული Mistral-ი ევროპაში ხელოვნური ინტელექტის სექტორის მთავარ მოთამაშედ მაინც მიიჩნევა. სექტემბერში გამართული საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში სტარტაპმა €3 მილიარდი ($3.3 მლრდ.) მოიზიდა, ბოლო მოდელი კი ბაზარზე აპრილში გამოუშვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთმა გერმანული Metro AG-ის აქტივები დროებით მმართველობაში გადაიყვანა

რუსეთმა გერმანული Metro AG-ის აქტივები დროებით მმართველობაში გადაიყვანა

BM.GE

რას საქმიანობს „ბლოქბერგ კაპიტალი", რომელსაც მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

რას საქმიანობს „ბლოქბერგ კაპიტალი", რომელსაც მთავრობამ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიანიჭა

BM.GE

რამდენი სკოლის მშენებლობა/ რეაბილიტაციას ახორციელებს მგფ?

რამდენი სკოლის მშენებლობა/ რეაბილიტაციას ახორციელებს მგფ?

BM.GE

ტრამპმა დიზელზე გადასახადი გადაავადა - როგორ შეიცვალა ფასი?

ტრამპმა დიზელზე გადასახადი გადაავადა - როგორ შეიცვალა ფასი?

BM.GE