მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის - დასავლელ ინვესტორებს მეტი განჭვრეტადობა სჭირდებათ"|ინტერვიუ ბიზნესმენთან
"მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის - დასავლელ ინვესტორებს მეტი განჭვრეტადობა სჭირდებათ"|ინტერვიუ ბიზნესმენთან

"მხოლოდ ეკონომიკური ზრდა საკმარისი არ არის - დასავლელ ინვესტორებს მეტი განჭვრეტადობა სჭირდებათ"|ინტერვიუ ბიზნესმენთან

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 13:08|bm.ge

შინაური და კომპანიონი ცხოველების საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია “ნუტრიმაქსის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბექა ბექაიასთან მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა მისასალმებელია, თუმცა ეს საკმარისი არ არის დასავლელი ინვესტორების მოსაზიდად.

"ძირითადი ფაქტორები, რაც ინვესტორებს ქვეყნის მიმართ საინვესტიციო ინტერესის გამოსახატავად სჭირდებათ, სტაბილურობა და ნაკლები რისკებია. ბაზრის მოცულობა კი, როგორც ადრეც ბევრჯერ გვითქვამს და ყველამ ვიცით, ისედაც პატარაა, ეს ნამდვილად არ იზიდავს ინვესტორებს და რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ, რომ ეს ნაკლი რაღაცით გადავფაროთ”, - აცხადებს ბიზნესმენი.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში საინვესტიციო კლიმატის შეფასებისას განაცხადა, ევროპული კომპანიებისთვის გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განჭვრეტადი გარემო, სტაბილურობა და რისკების მკაფიო პროგნოზირებაა.

სწორედ ქვეყანაში არსებული გაურკვევლობისა და რეგიონული რისკების გამო, “ნუტრიმაქსმა” ჰოლანდიელ პარტნიორთან ერთად დაგეგმილი 10 მილიონი ევროს ოდენობის პირდაპირი ინვესტიცია ვერ განახორციელა, თუმცა მიუხედავად ამისა, თანამშრომლობა სხვა ფორმატში ტრანსფორმირდა - „ნუტრიმაქსმა“ ქართულ საწარმოში ჰოლანდიური ბრენდის პროდუქციის წარმოება და ცენტრალური აზიის ბაზარზე, კერძოდ უზბეკეთში ექსპორტი დაიწყო.

ინტერვიუ ბიზნესმენ ბექა ბექაიასთან

- თქვენი აზრით, რით უნდა მოვაწონოთ თავი ინვესტორებს - თქვენ, როგორც ერთ ბიზნესმენს, რა გაგხდიდათ უფრო თამამს პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც დაგეხმარებოდათ პოტენციური პარტნიორის დარწმუნებაში, რომ საქართველოში ინვესტიციის ჩადება ღირს?

- ინვესტორსაც გააჩნია... ჩვენ, ძირითადად, მაინც ევროპელი ინვესტორებისკენ ვიყურებით. კარგია ეს თუ ცუდი, არ ვიცი, მაგრამ ასე ვუყურებთ, რადგან ცოდნა და გამოცდილება მაინც იქიდან მოდის. ანუ ჩვენ არ ვეძებთ ისეთ ინვესტორებს, რომლებიც მხოლოდ ფულს მოიტანენ. ასეთები, ალბათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც იქნებიან, თუმცა ეს ჩვენი ინტერესის სფერო არ არის. რაც შეეხება ევროპელ ინვესტორებს, ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ...

- 2025 წლის დასაწყისში, როცა ევროინტეგრაციის შეჩერების გამო დაწყებული პროტესტი მწვავე იყო, თქვენ ამბობდით, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის და საგარეო კურსთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო, საქართველოში €10 მილიონის ჰოლანდიური ინვესტიცია ჩაიშალა. პოლიტიკური ფაქტორების მიუხედავად, ეკონომიკური პარამეტრების ზრდამ ხომ მოაბრუნა ევროპელი ინვესტორი?

- არა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი საქართველოს ბაზრისთვის კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ ცენტრალური აზიის ბაზრისთვის ანუ საქართველოში უნდა გაგვეკეთებინა საწარმო, რომლითაც ცენტრალური აზიის ქვეყნებს მოვემსახურებოდით. ეს შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის ბაზრიდან ამ კომპანიების წასვლამ გააჩინა, რის გამოც ისინი ახალ გზებს ეძებდნენ… ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ამ პარტნიორთან თანამშრომლობას…

- ახალ ინვესტორებს აღარ ეძებთ?

- არა, ჯერჯერობით ახალს არ ვეძებთ. იმავე ჰოლანდიელ პარტნიორთან ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რომ ცენტრალური აზიის ბაზარზე ერთობლივად ვითანამშრომლოთ. რამდენიმე დღის წინ პროდუქციის პირველი პარტია წავიდა უზბეკეთის მიმართულებით. ოღონდ ეს არ არის ჩვენი ბრენდის პროდუქტი, ჩვენ ის ძალიან დიდი ჰოლანდიური კომპანიის სახელით დავამზადეთ. ეს პროცესი წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა: ხარისხის კონტროლის შეფასება, დელეგაციების ვიზიტები და ა.შ.

- ანუ თქვენმა საწარმომ დაამზადა გარკვეული პროდუქცია უცხოური ბრენდის სახელით?

- დიახ, იმ კომპანიის სახელით, რომელიც პროდუქციას უზბეკეთში გაყიდის.

- თუმცა ამ კომპანიამ, გარკვეული რისკების გამო, 10 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის პირდაპირ ჩადებისგან თავი შეიკავა…

- დიახ, ასეა.

- მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა და კითხვის ნიშნებისა იმასთან დაკავშირებით, მივდივართ თუ არა ევროპისკენ (ფაქტია, პროცესი შეჩერებულია), ვხედავთ, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები ჯანსაღია: ეკონომიკა იზრდება, ექსპორტი მზარდია, ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილურია და BAG ინდექსშიც, სადაც პრობლემების სათავეში იყო, ეს საკითხი ახლა ბოლო ადგილზეა… რამდენად დადებითი ფაქტორია ეს დასავლელი ინვესტორებისთვის, დაინტერესდნენ საქართველოთი თუ მაინც ნაკლებად მნიშვნელოვანია, როდესაც პოლიტიკური არასტაბილურობაა?

- დიახ, რა თქმა უნდა, გარემო მხოლოდ ეკონომიკური ზრდით არ ფასდება. ეკონომიკური ზრდა თავისთავად ძალიან კარგია, წინ მივდივართ და ეს მისასალმებელია, თუმცა სერიოზული ინვესტორისთვის ეს არ არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც ინვესტიციას განახორციელებს და რისკზე წავა. მას სჭირდება მეტი პროგნოზირებადობა და სტაბილური მომავლის ხედვა.

- რასაც დღეს ინვესტორები ვერ ხედავენ.

- დიახ, სამწუხაროდ, ასეთ მდგომარეობაში ვართ. საქართველოს არცერთი მოქალაქე, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, არ მგონია, დღეს სტაბილურობას გრძნობდეს - არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ. გარეთაც ხომ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, ჩვენს ირგვლივ, უახლოეს რეგიონში - ჩრდილოეთით თუ სამხრეთით...

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

11 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

11 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

BM.GE

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

OPEC-მა 2026 წლის გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეამცირა

BM.GE

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ჭოველიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

BM.GE