მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. MMA-ის გავლენიანი პრომოუტერი სკოტ ქოკერი საბრძოლო ბიზნესში $60-მილიონიანი ინვესტიციით ბრუნდება
MMA-ის გავლენიანი პრომოუტერი სკოტ ქოკერი საბრძოლო ბიზნესში $60-მილიონიანი ინვესტიციით ბრუნდება

MMA-ის გავლენიანი პრომოუტერი სკოტ ქოკერი საბრძოლო ბიზნესში $60-მილიონიანი ინვესტიციით ბრუნდება

BM.GE23 მაისი, 2026, 04:36|bm.ge

სკოტ ქოკერი, რომელიც MMA ბიზნესში ერთ-ერთ უდიდეს პრომოუტერად ითვლება სპორტში ბრუნდება. ის ქმნის ახალ, ჯერ კიდევ უსახელო საბრძოლო ორგანიზაციას, რომელიც ტურნირის ფორმატზე იქნება დაფუძნებული.

პროექტის საწყისი დაფინანსება $60 მილიონს შეადგენს და ქოკერის თქმით, ახალი ლიგა MMA-ის სწრაფად მზარდ ინდუსტრიას კიდევ უფრო განავითარებს.ახალ ორგანიზაციას ამ ეტაპზე არც სატელევიზიო/მედია პარტნიორი ჰყავს და არც მებრძოლები ჰყავს გაფორმებული, თუმცა მისი დებიუტი 2027 წლის პირველ კვარტალში იგეგმება.პრომოუშენის ხელმძღვანელები იქნებიან თავად სკოტ ქოკერი და მისი თანამფლობელი პიტერ ლევინი - ვენჩურული საინვესტიციო კომპანიის Griffin Gaming Partners-ის მმართველი დირექტორი. ლევინი ადრე Strikeforce-ის ერთ-ერთი ადრეული ინვესტორიც იყო.ახალ პროექტში მისი მთავარი როლი ლიცენზირების, მერჩენდაიზინგისა და გლობალური დისტრიბუციის მიმართულებები იქნება. გარდა ამისა, სწორედ ლევინმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი $60-მილიონიანი ინვესტიციის მოზიდვაში.MMA-სა და საბრძოლო სპორტებს არაერთი წარუმატებელი სტარტაპი ახსოვს. ქოკერსა და ლევინს კარგად ესმით, რატომ შეიძლება გულშემატკივრები კიდევ ერთი ახალი ორგანიზაციის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი.კრიტიკოსები უკვე ადარებენ ახალ პროექტს წარსულში ხმაურიანად დაწყებულ, მაგრამ საბოლოოდ ჩავარდნილ ორგანიზაციებს, როგორიც იყო Affliction, EliteXC და Global Fight League.უფრო წარმატებული Bellator MMA მოგვიანებით Professional Fighters League-ს მიჰყიდეს, ხოლო Strikeforce საბოლოოდ Ultimate Fighting Championship-მა შეიძინა. 63 წლის ქოკერის თქმით, სწორედ წინა გამოცდილება გახდება მისი ახალი პროექტის მთავარი უპირატესობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE