მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული" - ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე
"მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული" - ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე

"მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული" - ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე

BM.GE28 აპრილი, 2026, 01:17|bm.ge

"როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს.

„მოვიდა თვის ბოლო და თუ არ ვცდები, 3 მაისამდე აქვს კომისიას სამუშაოს დასრულების ვადა. როგორც მაქვს ინფორმაცია, წინასწარ შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, დასკვნის მომზადება უკვე ფინალურ ეტაპზეა. როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი გამზადდება აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და ეს საკითხიც ამ კვირაში უნდა ჩაიხუროს“,- აღნიშნა კირცხალიამ.

შეგახსენებთ: საკანონმდებლო ორგანომ „სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნის შესახებ“ პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი 3 თებერვალს დაუჭირა.

პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE