მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - ნინო მენთეშაშვილი
ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - ნინო მენთეშაშვილი

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - ნინო მენთეშაშვილი

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 22:43|bm.ge

“მნიშვნელოვანია თუ ამ ბაზარს ხელშეუხებელს დავტოვებთ”- APB LOGISTICS-ის დირექტორს მიაჩნია, რომ საფოსტო და საკურიერო ბაზარს რეგულაცია არ სჭირდება. ასე ეხმაურება ის “ფოსტის შესახებ” წლებს წინ მომზადებული კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას.

აღნიშნული დოკუმენტი მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტის განსახილველ კანონპროექტთა ნუსხაშია შეტანილი.

საფოსტო რეფორმის ბოლო რედაქციის მიხედვით, საფოსტო სექტორი, რომელიც 2005 წლიდან ლიბერალიზებულია, კვლავ რეგულირებადი სექტორი გახდება, რასაც კერძო სექტორი არ ეთანხმება.

"ამ კანონპროექტთან ერთად გავზარდე. 13 წელია ამაზე მიდის ლაპარაკი, მაგრამ წელს უკვე საპარლამენტო კანონპროექტების სიაში შესულია ოფიციალურად და ალბათ მოგვიწევს ბიზნესს ამაზე მსჯელობა.

იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც შეწყდა კანონპროექტზე მუშაობა, არ იყო ის სასურველი ვერსია ჩვენთვის, თუმცა ძალიან ეფექტიანად გვემუშავებოდა სამინისტრო, უბრალოდ რაღაც რიგი მოვლენების გამო შეწყდა ეს მუშაობა. იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა დაგვიბრუნდება ამ საკითხზე და ჩვენ აზრსაც მოისმენს.

იქ ძალიან ბევრი საკითხები იყო, რომელსაც არ ვეთანხმებოდით და რომელზედაც ვცდილობდით, რომ სხვა რედაქციით მოეწოდებინა სამინისტროს. დღემდე მიმაჩნია, რომ სწორი და ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მთავრობისთვის ის, რომ ბიზნესი არის სრულად ლიბერალიზებული.

ბაზარი არის სრულად ლიბერალიზებული. ბაზარზე კონკურენცია წარმოქმნის ახალ კომპანიებს და კონკურენცია კლავს კომპანიებს და არანაირი რეგულაცია ამას არ სჭირდება. თუ ბაზარზე არ არის რამე ისეთი სერიოზული რყევა, რის გამოც მთავრობას უნდა, რომ რეგულაცია შემოიღოს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამ ბაზარს ხელუხლებელს დატოვებს მთავრობა”,- აცხადებს ნინო მენთეშაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

მკვლევრებმა ადამიანის დნმ-ით ინსულტის რისკის პროგნოზირებისთვის ChatGPT-ის მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენეს

BM.GE

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

FDI, ფულადი გზავნილები, ვაჭრობა... - რა ეკონომიკური კავშირები გვაქვს საბერძნეთთან, სადაც ბრუნვა 105%-მდე გაიზარდა?

BM.GE

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“ - თსუ-დან რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა იმართება

BM.GE