
მობილურ ტელეფონს საქართველოს მოსახლეობის 93.3% ფლობს, ოჯახების 57.9%-ს კი კომპიუტერი აქვს | საქსტატი
საქართველოში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 93.3% მობილურ ტელეფონს ფლობს, რაც წინა წელთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამავდროულად, ქვეყანაში კომპიუტერით უზრუნველყოფილია ოჯახების 57.9%.
საქსტატის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უახლესი კვლევის მიხედვით, მობილური ტელეფონის მფლობელთა წილი როგორც ქალაქად, ისე სოფლად გაიზარდა: საქალაქო დასახლებებში მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 95.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში ზრდამ 1.1 პროცენტული პუნქტი შეადგინა და 90.1%-ს მიაღწია.
ასაკობრივი განაწილება:
• 6-14 წელი: 71.2% • 15-29 წელი: 99.1% • 30-59 წელი: 99.1% • 60+ წელი: 90.8%
კომპიუტერით უზრუნველყოფა
საქართველოში შინამეურნეობების 57.9%-ს აქვს კომპიუტერი. საქალაქო დასახლებებში ეს მაჩვენებელი 69.0%-ს შეადგენს, ხოლო სოფლად თითქმის 26%-ით ნაკლებია და 42.8%-ია.
კომპიუტერით უზრუნველყოფის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით:
• თბილისი - 74.1% • აჭარის ა.რ. - 62.1% • სამცხე-ჯავახეთი - 56.9% • ქვემო ქართლი - 52.8% • მცხეთა-მთიანეთი - 52.4% • იმერეთი - 51.0% • შიდა ქართლი - 50.7% • კახეთი - 46.9% • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 46.8% • გურია - 37.4% • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 30.1%
ვინ და რა სიხშირით იყენებს კომპიუტერს?
ბოლო 3 თვის განმავლობაში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.9%-მა ისარგებლა კომპიუტერით.
ყველაზე აქტიური მომხმარებლები ბავშვები და ახალგაზრდები არიან: 6-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში კომპიუტერი ბოლო 3 თვეში 89.3%-მა გამოიყენა, 15-29 წლისებში - 79.7%-მა, 30-59 წლის მოსახლეობაში - 47.0%-მა, ხოლო 60 წლის და უფროს ასაკში ეს მაჩვენებელი 22.3%-მდე მცირდება.
გამოყენების სიხშირე (15 წლის და უფროს მომხმარებლებში):
BM.GE
წყარო: bm.ge