მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოგების შემცირების ფონზე, Shein-ის აქციები 14%-ით, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
მოგების შემცირების ფონზე, Shein-ის აქციები 14%-ით, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

მოგების შემცირების ფონზე, Shein-ის აქციები 14%-ით, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 23:48|bm.ge

სწრაფი მოდის რითეილერის, Shein-ის აქციები სამშაბათს 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ IPO-ს შემდგომ პირველ ფინანსურ ანგარიშში კვარტალური მოგების 67%-იანი ვარდნა დააფიქსირა.

ინვესტორები და ანალიტიკოსები ყურადღებით აკვირდებოდნენ ნიშნებს, შენელდებოდა თუ არა კომპანიის ზრდა სწრაფი ტემპიდან, რომელმაც Shein-ის აღზევება განაპირობა და საფონდო ბირჟაზე გასვლის საფუძველი გახდა.

Shein-ი კვლავ ზრდის შეკვეთების რაოდენობას და ახდენს ბაზრების დივერსიფიკაციას, თუმცა მარჟების შემცირების მასშტაბი და ევროპაში არსებული სისუსტე აჩენს კითხვებს, რამდენად სწრაფად შეძლებს კომპანია ძლიერი ზრდისა და გაუმჯობესებული მარჟების დაბალანსებას.

საინვესტიციო ბანკ Jefferies-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 30 ივნისს დასრულებული კვარტალის შემოსავალი 10%-ზე მეტით ჩამორჩა იმ მინიმალურ ზღვარს, რაც ჩინეთში დაარსებული და სინგაპურში შტაბ-ბინის მქონე კომპანიის პროსპექტში იყო ნავარაუდევი.

აქციების ვარდნის შედეგად, სამშაბათს შუადღის მონაცემებით, Shein-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 17 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, მაშინ როდესაც 1-ელ სექტემბერს, ჰონკონგის ბირჟაზე აქციების პირველადი განთავსებისას, ის 26 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ვაჭრობისას აქციები 10.9%-ით გაუფასურდა და 31.44 ჰონკონგური დოლარი შეადგინა.

მეორე კვარტალში კორექტირებულმა სუფთა მოგებამ 228 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო მოგების მარჟა გასული წლის 6.2%-დან სულ რაღაც 2.1%-მდე შემცირდა. მიზეზი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გახდა, რამაც საავიაციო საწვავისა და ტვირთების გადაზიდვის ხარჯები მკვეთრად გაზარდა რითეილერისთვის, რომელიც მთელ მსოფლიოში მყიდველებს იაფ ტანსაცმელს საჰაერო გზით უგზავნის.

ევროპაში გაყიდვები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც Shein-მა ფასები გაზარდა და ონლაინრეკლამა შეამცირა ევროკავშირის მიერ 1-ელი ივლისიდან დაბალფასიან ონლაინ ამანათებზე დაწესებული 3-ევროიანი მოსაკრებლის მოლოდინში.

Shein-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თავმჯდომარემ იანგტიან სიუმ ორშაბათს განაცხადა, რომ მთავარი პრიორიტეტი ევროპაში სასაქონლო მარაგების გაზრდაა, ამასთანავე, კომპანია გეგმავს გადავიდეს შედარებით მაღალფასიან ტანსაცმელზე, რაც მის მოგებიანობას გაზრდის.

5-დოლარიანი კაბებით, 10-დოლარიანი ჯინსებითა და მუდმივი ფასდაკლებებით ცნობილი Shein-ი იძულებული გახდა ფასები აშშ-შიც გაეზარდა მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ე.წ. de minimis - დაბალფასიანი ამანათებისთვის უბაჟო რეჟიმი გააუქმა.

კომპანიის განცხადებით, ევროპულ გადასახადებს შესაძლოა ბევრად უფრო დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდეს, ვიდრე აშშ-ში უბაჟო რეჟიმის გაუქმებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ უსაფრთხოების რისკების გამო ახალი მოდელი გააუქმა

OpenAI-მ უსაფრთხოების რისკების გამო ახალი მოდელი გააუქმა

BM.GE

"ბლექ სი არენას" სახურავი დაზიანებულია - მის აღდგენაზე უტენდეროდ ₾2.66 მლნ დაიხარჯება

"ბლექ სი არენას" სახურავი დაზიანებულია - მის აღდგენაზე უტენდეროდ ₾2.66 მლნ დაიხარჯება

BM.GE

შუა დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი - თამარ იოსელიანი

შუა დერეფანს განვიხილავთ როგორც ერთიან სისტემას, რომელიც უნდა გავხადოთ კონკურენტუნარიანი - თამარ იოსელიანი

BM.GE

"ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ყველაზე სწრაფად ქვეყნის ეკონომიკა ჩემი სამწლიანი მმართველობის დროს გაიზარდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE