მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მოგზაურობისგან თავს იკავებენ“ - რატომ ვერ აღდგა პირდაპირი ფრენები ინდოეთსა და საქართველოს შორის?
„მოგზაურობისგან თავს იკავებენ“ - რატომ ვერ აღდგა პირდაპირი ფრენები ინდოეთსა და საქართველოს შორის?

„მოგზაურობისგან თავს იკავებენ“ - რატომ ვერ აღდგა პირდაპირი ფრენები ინდოეთსა და საქართველოს შორის?

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 16:44|bm.ge

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე ავიამიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების გამო საქართველო-ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამომოსვლა დღემდე შეჩერებულია. Air Arabia-ს წარმომადგენელი საქართველოში გიორგი შენგელია „საქმის კურსთან“ აცხადებს, რომ მგზავრებს სპარსეთის ყურის აეროპორტების გავლით უწევთ ქვეყნებს შორის მიმოსვლა, თუმცა „მომხმარებლის განწყობა ჯერჯერობით საკმაოდ სკეპტიკურია და მოგზაურობისგან თავს იკავებენ“.

„გარდა იმისა, რომ ავიასაწვავია გაძვირებული, არსებობს შეზღუდვები გადაფრენასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ტერიტორია დახურულია ავიამიმოსვლისთვის დღემდე, შესაბამისად ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით ფრენები საერთოდ არ აღდგა — მაგალითად, ინდოეთი. ზოგიერთი ქვეყნის მიმართულებით ავიაკომპანიებს უწევთ შემოვლითი გზებით ფრენა, რაც უფრო ახანგრძლივებს ფრენის დროს და კიდევ უფრო აძვირებს ავიაბილეთის თვითღირებულებას.

ინდოეთსა და საქართველოს შორის, მიუხედავად საკმაოდ აქტიური მგზავრთნაკადისა, პირდაპირი რეისების შესრულება შეჩერებულია და დამოკიდებულია რიგი საკითხების მოგვარებაზე, რის გამოც რეისები უბრალოდ ვერ სრულდება.

ალტერნატიულ გზად კვლავინდებურად, სპარსეთის ყურის აეროპორტები და ავიაკომპანიები რჩება. გამოუვალი მდგომარეობის გამო მოქალაქეებს უწევთ ამ აეროპორტებით ფრენა, თუმცა მომხმარებლის განწყობა თუ გვაინტერესებს, მომხმარებლის განწყობა ჯერჯერობით საკმაოდ სკეპტიკურია და მოგზაურობისგან თავის იკავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ავიაკომპანია, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ — „Air Arabia“ — რეგულარულად ასრულებს ყოველდღიურად რამდენიმე რეისს შარჯასა და აბუ-დაბის მიმართულებით, ჩვენი მგზავრები შეუფერხებლად გადაადგილდებიან, ტურისტებიც მოგზაურობენ, მაგრამ მაინც განწყობა ოდნავ ნეგატიურია ზოგადად ბაზრის გადმოსახედიდან“,-აცხადებს გიორგი შენგელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE