მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოგზაურობისთვის ემზადები? - გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
მოგზაურობისთვის ემზადები? - გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

მოგზაურობისთვის ემზადები? - გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 22:08|bm.ge

წარმოიდგინე, რომ სექტემბერში ბუდაპეშტში, რომში ან პარიზში მიემგზავრები. გამგზავრებამდე მობილბანკში ლარიდან ევროზე კონვერტაციას აკეთებ და საჭირო თანხას წინასწარ იმზადებ. ხოლო თუ ადგილზე ყოფნისას გეგმები შეგეცვალა - ახალი მუზეუმის ბილეთი იყიდე, ვახშამი დაგეგმე ან უბრალოდ დამატებითი თანხა დაგჭირდა - კონვერტაციას ისევ მობილბანკიდან, ნებისმიერ დროს შეძლებ.

ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მაშინ, როცა მოგზაურობისას ყურადღება ქალაქის აღმოჩენაზე გინდა გადაიტანო და არ იფიქრო იმაზე, სად და როგორ გადაიცვალო ფული.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის M და L ნაკრებების, student Card-ისა და SOLO პაკეტების მფლობელებს მობილბანკსა და ინტერნეტბანკში, ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში, GEL, USD და EUR ვალუტებში სპეციალური კურსით სარგებლობა შეუძლიათ. კონვერტაცია დისტანციურად, 24/7 რეჟიმში და მომენტალურად ხორციელდება, შესაბამისად, შეგიძლია თანხა საჭიროების მიხედვით მართო და ფინანსურ მოქნილობასთან ერთად, დროც დაზოგო.

სხვა ბენეფიტები

განახლებული კურსი მხოლოდ მოგზაურობისთვის არ არის მოსახერხებელი. ის ყოველდღიურ საჭიროებებსაც ამარტივებს - უცხოურ ონლაინშოპინგს, საერთაშორისო გამოწერებს, საზღვარგარეთ სწავლის ან ცხოვრების ხარჯებს თუ უბრალოდ სხვადასხვა ვალუტაში თანხის მართვას.

M და L ნაკრებები კი, თავის მხრივ, ყოველდღიურ საბანკო სერვისებს აერთიანებს. ფიქსირებული საფასურის ფარგლებში, მომხმარებელი დამატებითი საკომისიოს გარეშე იღებს სხვადასხვა საბანკო მომსახურებას და დამატებით ბენეფიტებს, მათ შორის განახლებული კურსით ვალუტის კონვერტაციის შესაძლებლობას.

თუ უკვე გაქვს M ან L ნაკრები, student Card ან SOLO პაკეტი, სექტემბრის მოგზაურობის დაგეგმვისას ეს შესაძლებლობა აუცილებლად გაითვალისწინე. ხოლო თუ ჯერ არ გაქვს შესაბამისი ნაკრები, შეგიძლია გაააქტიურო მარტივად, მობილბანკიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

6 თვეში ლიზინგის სექტორის პორტფელმა ₾1.8 მილიარდს გადააჭარბა - რის ხარჯზე იზრდება ბაზარი?

6 თვეში ლიზინგის სექტორის პორტფელმა ₾1.8 მილიარდს გადააჭარბა - რის ხარჯზე იზრდება ბაზარი?

BM.GE

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება

BM.GE

სოფლად უმუშევრობის დონე გაიზარდა - ფაქტი, რომელიც პრემიერის განცხადებაში უგულებელყოფილია

სოფლად უმუშევრობის დონე გაიზარდა - ფაქტი, რომელიც პრემიერის განცხადებაში უგულებელყოფილია

BM.GE

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა

ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ POSTV-ში ვიქტორ ჯაფარიძის 52%-იანი წილის მმართველი ისევ შეიცვალა

BM.GE