მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოლდოვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვასილე ტოფანი წარადგინა
მოლდოვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვასილე ტოფანი წარადგინა

მოლდოვის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვასილე ტოფანი წარადგინა

BM.GE11 ივლისი, 2026, 19:05|bm.ge

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის პოსტზე 44 წლის ფინანსისტი ვასილე ტოფანი წარადგინა - ამის შესახებ სანდუმ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ტოფანი, რომელიც სანდუს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უჭერდა მხარს, საინვესტიციო კომპანია "Horizon Capital"-ის უფროსი პარტნიორია.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრუ მუნტიანუ თანამდებობიდან გადადგა. არსებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი მასა და ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს შორის არსებულ უთანხმოებას უკავშირდებოდა.

მუნტიანუმ პოსტი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელზე ნაკლებ პერიოდში დატოვა. ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ მან საკუთარი პრინციპების საწინააღმდეგოდ საქმიანობის გაგრძელებაზე უარი თქვა, თუმცა არ დააკონკრეტა, რა გახდა კონფლიქტის წინაპირობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

ჩინეთი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს აკრიტიკებს

BM.GE

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

26 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას - კობახიძე

BM.GE

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

რამდენ მილიონად არის შეფასებული სასტუმრო "ბილტმორი", რომელიც სომეხმა ბიზნესმენმა, კარენ საფარიანმა შეისყიდა

BM.GE