მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია
მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 17:30|bm.ge

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში მშენებლობის დარგში სექტემბერში დაფიქსირებულ ზრდას ტენდერებში დაკონტრაქტებული პროექტების სამუშაოების ეტაპზე გადასვლას უკავშირებენ.

საქმე ისაა, რომ გასული თვეებისგან განსხვავებით, სექტემბრის ეკონომიკურ ზრდაში მშენებლობის სექტორმა დადებითი წვლილი შეიტანა. საქსტატის თანახმად, დარგში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან, მათ შორის გაზრდილია გზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობის მაჩვენებელი.

როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMG-სთან აცხადებს, გასულ პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან 3.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდა, საიდანაც დიდი ნაწილის განხორციელება უკვე დაიწყო.

ირაკლი გიორგობიანი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის დარგში გაზრდილი ბიუჯეტის ფონზე, მომდევნო პერიოდში სექტორში ზრდის დაჩქარებაა მოსალოდნელი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპზეც აისახება.

“სახელმწიფო უწყებების მხრიდან გასულ პერიოდში 3.5 მილიარდი ლარის ტენდერები გამოცხადდა, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი დაკონტრაქტდა და უკვე ფაქტობრივი შესრულებებიცაა. ფაქტობრივად უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში ეს პროექტები და შესაბამისად ესეც აისახა მშპ-ს შედეგებში.

მოგეხსენებათ, მომავალი წლის ბიუჯეტი წარდგენილი არის უკვე პარლამენტში, ჯამური კაპიტალური ინვესტიციების მოცულობა 8 მილიარდი ლარია, მათ შორის ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი 3.3 მილიარდი ლარია. ამავე დროს მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება საქართველოს რკინიგზის მხრიდან, როგორც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობის, ასევე მოძრავი შემადგენლობის განახლების მიმართულებით, რაც თავის მხრივ აისახება ხოლმე კაპიტალურ ხარჯებში. ვფიქრობ, მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდი ზრდა იქნება მიმდინარე წელთან შედარებით და 2028 წელს კიდევ უფრო კარგი მაჩვენებლები გვექნება”, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„აქციზის შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“ - ირაკლი ნემსაძე

„აქციზის შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“ - ირაკლი ნემსაძე

BM.GE

Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა

Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

BM.GE