მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა
„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

„ყელში ამოგვივიდა“ - ციურიხში და ბაზელში აქციები პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა

BM.GE1 ნოემბერი, 2026, 17:52|bm.ge

შვეიცარიაში, ციურიხსა და ბაზელში, ასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა ლოზუნგით - „შვეიცარიაშიც ყელში ამოგვივიდა “. აქციები, რომლებიც საფრანგეთში მიმდინარე ახალგაზრდულ პროტესტს ეხმიანებოდა, პოლიციასთან შეტაკებებსა და არეულობაში გადაიზარდა.

ციურიხში, ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლანგშტრასეზე, ასობით ადამიანი, მათგან ზოგი ჰელოუინის ნიღბებით, გუშინ ღამე დაახლოებით 22:30 საათზე შეიკრიბა.

მოედანზე მისვლისთანავე ვითარება დაიძაბა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს ავტობუსის გაჩერება და ნაგვის ურნებისგან, ველოსიპედებისა და სხვა ნივთებისგან აღმართულ ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ხოლო მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ფეიერვერკები, ბოთლები და ქვები დაუშინეს. ქალაქის ცალკეულ წერტილებში ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებსა და ავტომობილს, ჩამსხვრეულია რამდენიმე მაღაზიის ვიტრინა. შეტაკებები დაახლოებით ღამის 01:30 საათამდე გაგრძელდა.

პოლიციის ცნობით, თავდასხმა მოხდა მათ საპატრულო ეკიპაჟზეც, რომელიც სამედიცინო გამოძახებაზე მიდიოდა. თავდამსხმელებმა დააზიანეს პოლიციის ავტომობილი, რის გამოც ოფიცრები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, სანამ ფეხის მძიმე დაზიანების მქონე მოზარდს დახმარებას აღმოუჩენდნენ.

პარალელურად, არასანქცირებული აქცია გაიმართა ბაზელშიც, სადაც ცენტრში დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა. სიტყვით გამოსვლების შემდეგ დემონსტრანტებმა მდინარე რაინზე მდებარე ხიდი გაიარეს, ისტორიულ ცენტრს მიაღწიეს და წმინდა იოჰანის რაიონისკენ გაემართნენ, სადაც ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს, რასაც პოლიციის ჩარევა მოჰყვა.

ორივე ქალაქში გამოსული დემონსტრანტები პარალელებს ავლებდნენ საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მიმდინარე ახალგაზრდულ საპროტესტო ტალღასთან. ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოწოდება ლოზუნგით „GenZ regelt!“, რომელსაც გერმანიაში მცხოვრები ახალგაზრდა დემონსტრანტები იყენებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„აქციზის შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“ - ირაკლი ნემსაძე

„აქციზის შემცირება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებს მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის“ - ირაკლი ნემსაძე

BM.GE

Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა

Rivian-ის მესამე კვარტალის შემოსავალმა $2.16 მილიარდს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

მომავალ წელს ინფრასტრუქტურის დარგში გაცილებით დიდ ზრდას ველით - ასოციაცია

BM.GE

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

თელავის აეროპორტი კახეთში ტურიზმის კუთხით ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის -  "ანაპეა ვილიჯი"

BM.GE