მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი
მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 15:51|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მომდევნო 3 წელიწადში საქართველოს რკინიგზაში ₾2 მილიარდამდე ინვესტიცია განხორციელდება, ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა რკინიგზელთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს, როგორც ძლიერი, საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო პარტნიორის პოზიციონირების გასაძლიერებლად, მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში მოხდება დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელება.

უკვე დაწყებულია 50-მდე ახალი ლოკომოტივისა და 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცესი. დღეს კი აქ, წარმოდგენილია საქართველოს რკინიგზის მიერ უკვე შესყიდული 200 ახალი სატვირთო ვაგონიდან პირველი 50 ვაგონი, რომლებიც უკვე ჩაერთო ყოველდღიურ გადაზიდვებში.

ჩვენთვის რკინიგზა მხოლოდ ტვირთების გადაადგილება და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. რკინიგზა აკავშირებს ადამიანებს, ქალაქებსა და რეგიონებს და ქმნის ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

სწორედ ამიტომ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დეკემბრიდან ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზა - ჩვენი, ყველასთვის საყვარელი, ე.წ „კუკუშკა“ - კვლავ დაუბრუნდება თავის მარშრუტს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეული ვაგონების დიზაინი ბაკურიანის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ ხასიათს განსაკუთრებულად ერწყმის.

„გვინდოდა, ეს ყოფილიყო არა მხოლოდ განახლებული მატარებელი, არამედ ის ატმოსფერო და განწყობა, რომელიც ამ უნიკალურ მარშრუტს ათწლეულების განმავლობაში ახლდა.

დარწმუნებული ვარ, მისი დაბრუნება ბევრ ადამიანს ბავშვობის თბილ მოგონებებს გაუცოცხლებს, ახალ თაობას კი შესაძლებლობას მისცემს, გაიცნოს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სარკინიგზო მარშრუტი. ეს იქნება განსაკუთრებული საჩუქარი როგორც რკინიგზელებისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

ბირჟაზე ნავთობის ფასი ეცემა – მოლოდინები

BM.GE

Wolt Friday-ის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლება ელოდებათ

Wolt Friday-ის ფარგლებში მომხმარებლებს შერჩეულ პროდუქტებზე 60%-მდე ფასდაკლება ელოდებათ

BM.GE

2026 წლის 10 თვეში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა

2026 წლის 10 თვეში ბიუჯეტში პრივატიზაციიდან 195 მილიონი ლარი შევიდა

BM.GE

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის აბრეშუმის გზას ქმნის – NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი

სომხეთი ხელოვნური ინტელექტის აბრეშუმის გზას ქმნის – NVIDIA-ს ვიცე-პრეზიდენტი

BM.GE