მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მომღერალმა გელა დონაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი რესტორანი „დაფა“ გახსნა - რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?
მომღერალმა გელა დონაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი რესტორანი „დაფა“ გახსნა - რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

მომღერალმა გელა დონაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი რესტორანი „დაფა“ გახსნა - რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE7 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

მომღერალმა გელა დონაძემ ჭავჭავაძის გამზირზე ახალი რესტორანი „დაფა“ გახსნა. Dapha დეკემბერში ამოქმედდა და, როგორც დამფუძნებელი აცხადებს, სივრცე ქართულ ტრადიციულ და ევროპულ-ამერიკულ სამზარეულოს აერთიანებს, მომხმარებელს კი მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს.

როგორც ობიექტის თანადამფუძნებელი BM.GE-სთან ინტერვიუში აცხადებს, რესტორანზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი თქმით, სტუმრებს შორის თანაბრად არიან წარმოდგენილი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლები.

ის დასძენს, რომ 200 000 ლარის ინვესტიციით შექმნილი ობიექტი დაახლოებით 20-მდე ადამიანის მასპინძლობას უზრუნველყოფს და რესტორანში 15-მდე ადამიანს ასაქმებს.

„ჭავჭავაძის გამზირზე რესტორანი „დაფა“ დეკემბერში გავხსენით. საწყის ეტაპზე რთული პერიოდი დაგვემთხვა - ზამთარი და მარხვა, თუმცა დროთა განმავლობაში სიტუაცია დასტაბილურდა. ჩვენთან სტუმრობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლები. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ უცხოელი სტუმრების რაოდენობამაც მნიშვნელოვნად მოიმატა. ასევე სასიხარულოა, რომ ბევრი სტუმარი ოჯახებით მოდის.

ობიექტში ძირითადი მიმართულება ქართული სამზარეულოა, თუმცა რადგან პარტნიორი გვყავს ბურგერ ბარის მიმართულებით, მენიუში გვაქვს ამერიკული ბურგერები, ჩიზბურგერები და სალათების ევროპული ვარიაციებიც“, - ამბობს ის.

დონაძე ხაზს უსვამს, რომ რესტორნის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი პროდუქტის ხარისხის მკაცრი კონტროლია : „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხი. არ ვიყენებთ მეორე დღის ხორცპროდუქტებს - ვუკვეთავთ იმდენს, რამდენიც იმ დღეს გვჭირდება. რაც რჩება, მეორე დღეს აღარ გამოიყენება“, - აღნიშნავს იგი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დამფუძნებელი არ გამორიცხავს ბრენდის გაფართოებასაც : „რა თქმა უნდა, განვითარების გეგმა გვაქვს - ფილიალების გახსნაც იგეგმება. თუმცა ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი ბრენდის დამკვიდრება და მომხმარებლის ნდობის მოპოვებაა", - ამბობს გელა დონაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE