მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს" - "ონექსი" ონლაინ ვაჭრობაზე
"მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს" - "ონექსი" ონლაინ ვაჭრობაზე

"მომხმარებელს არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს" - "ონექსი" ონლაინ ვაჭრობაზე

BM.GE11 ივლისი, 2026, 18:05|bm.ge

ლოგისტიკური კომპანია „ონექსი“ საქართველოში საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების შეზღუდვის მოსაზრებას არ ეთანხმება.

როგორც BMG-სთან კომპანიის დირექტორი მიშა სტეფანიანი განმარტავს, კომპანია „ონექსი“, ერთ-ერთია რომელიც საქართველოში Temu-ს და სხვა ონლაინ ვაჭრობის პლატფორმების ამანათებს ემსახურება.

მისი თქმით, ბაზარი თავისუფალი უნდა იყოს და მომხმარებელს არჩევანის საშუალება ჰქონდეს.

„აქტიურად ვთანამშრომლობთ რამდენიმე მარკეტპლეისთან და არა მარტო Temu-სთან. პარტნიორული ხელშეკრულების თანახმად, ვახორციელებთ ძირითადად Last Mile-ს და Custom Clearance-ს. თუმცა, ეს მომხმარებლები ჩვენი მომხმარებლები არ არიან - მათ Temu-სთან აქვთ კონტრაქტი გამოწერის დროს, მის პირობებს ეთანხმებიან და ისე იწერენ. ეს არის თავისუფალი არჩევანის უფლება ადგილობრივი მომხმარებლისთვის - ანუ, თუ სურს იყიდოს Temu-სგან, ყიდულობს Temu-სგან, თუ უნდა იყიდოს Pinduoduo-სგან ან ამერიკული Amazon-იდან თუ eBay-დან, ეს მომხმარებლის თავისუფალი არჩევანია“, - აცხადებს მიშა სტეფანიანი BMG-სთან.

რაც შეეხება, განბაჟების 300 ლარიან ზღვარს და მის შესაძლო გადახედვის საკითხს, სტეფანიანი განმარტავს, რომ საბაჟო კონტროლი სახელმწიფოს პრეროგატივაა და ლოგისტიკური კომპანიები მოქმედ კანონმდებლობას ექვემდებარებიან.

„საბაჟო პროცედურები ყოველთვის კონტროლდება შესაბამისი დეპარტამენტის მიერ. ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. რაც შეეხება ტარიფების შესაძლო ცვლილებას, ეს სახელმწიფო სექტორის გადასაწყვეტია. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, - ამბობს „ონექსის“ დირექტორი.

შემოსავლების სამსახურის სტატისტიკით, 2025 წელს საქართველოში 2 მილიარდი ლარის ღირებულების 20 მილიონი ამანათი გამოიწერეს. ამანათების ჯამური ღირებულება 2024 წელთან შედარებით 604 მილიონი ლარით, ანუ 42%-ით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი, 32%-ით. ამ ამანათების ჯამური ღირებულების 43%, ანუ 874 მილიონი ლარი ჩინეთიდან გამოწერილ ამანათებზე მოდის. ამ ქვეყნიდან გასულ წელს ჯამში 13 მლნ 680 ათასამდე ამანათი შემოვიდა. რაც ნიშნავს, რომ რაოდენობრივად, მთლიანი ამანათების 69% სწორედ ჩინეთიდან იყო გამოწერილი. ჩინური ამანათების ბუმი ონლაინ ვაჭრობის გიგანტებს - Temu-ს; Shein-ის; Alibaba-ს; Pinduoduo-ს და მათ მიერ გზავნილის უფასოდ მიწოდების სერვისს უკავშირდება.

„საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია“ ჩინური ონლაინ პლატფორმების ექსპანსიას საქართველოში საგანგაშოდ მიიჩნევს. ასოციაციის განმარტებით, ბევრი ადგილობრივი მცირე მეწარმე და საცალო მოვაჭრე უკვე გაკოტრდა, რადგან ჩინურ გიგანტებთან კონკურენციაში ვერ შედიან. ასოციაციების თანახმად, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა, მაგალითად, „თემუ“, სარგებლობენ 300-ლარიანი საგადასახადო შეღავათით, რომელიც თავდაპირველად კერძო პირების საფოსტო გზავნილებისთვის იყო განკუთვნილი და ამანათების ღირებულებას ხელოვნურად ყოფს, რის შედეგადაც ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

"ვირლანდიამ" ეკოტურისტული სივრცე გახსნა - რას სთავაზობს მომხმარებელს?

BM.GE

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

BM.GE

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში - გამოცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

BM.GE

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა - ის შურისძიების პირობას დებს

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა პირველი საჯარო მიმართვა გაავრცელა - ის შურისძიების პირობას დებს

BM.GE