მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მონოლით ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
„მონოლით ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„მონოლით ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 16:27|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას დეველოპერული კომპანია „მონოლით ჯგუფი“ შეუერთდა.

„მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც უკვე 13 წელია თბილისში თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის. ამ ეტაპზე კომპანიის პორტფელი 10 წარმატებით დასრულებულ და ექსპლუატაციაში შესულ პროექტს აერთიანებს.

„მონოლით ჯგუფის“ საქმიანობის მთავარი პრინციპები სანდოობა, პროექტების დროული ჩაბარება და მომხმარებლის მაღალი ნდობაა. კომპანია თითოეული პროექტის დაწყებამდე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ლოკაციის სწორად შერჩევას, ირჩევს მოთხოვნად, პერსპექტიულ და კომფორტულ უბნებს, სადაც ცხოვრების ხარისხი და საინვესტიციო ღირებულება მუდმივად იზრდება.

„მივესალმებით „მონოლით ჯგუფის“ გაწევრიანებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 13-წლიანი წარმატებული საქმიანობით დაამტკიცა, რომ არის სანდო და სტაბილური პარტნიორი როგორც მობინადრეებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის. სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ძალაა და დარწმუნებულნი ვართ, „მონოლით ჯგუფის“ გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ინდუსტრიის შემდგომ განვითარებაში“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ტექნოლოგიის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა" - "ვისოლი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

"ტექნოლოგიის მთავარი ღირებულება ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა" - "ვისოლი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

BM.GE

„დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძე

„დავაკვირდებით ევროკავშირს“ - საქართველო ციფრული ვალუტის ტესტირებას იწყებს|პაატა კვიჟინაძე

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო

BM.GE