ორიგინალი
“ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის“ - გია ხუხაშვილი
ამბები.ge·22:28

“ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის“ - გია ხუხაშვილი

27 ნოემბერი, 2026 · 22:28

“ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის. ამ ორ მხარეს ცივი ომი აქვთ ბათუმში გავლენის მოსაპოვებლად და მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, როგორც თურქების მხრიდან, ასევე, რასაც მე უფრო მეტად ვვარაუდობ, უფრო რუსეთის მხრიდან,“ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში“ ბათუმში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ხუხაშვილის თქმით, აღნიშნული ინციდენტით მოგებული მხოლოდ რუსეთი დარჩა, რომელიც საქართველოში გავლენების გასაძლიერებლად ყოველთვის იყენებდა ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების მეთოდებს.

“მატჩი შეიძლებოდა ჩატარებულიყო, მაგრამ გულშემატკივრების გარეშე, ეს კიდევ შეიძლებოდა დასაშვები ყოფილიყო. გულშემატკივრების თანდასწრებით მატჩის ჩატარება ორმაგ რისკს შეიცავდა - პირველი რისკი თავად თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებია და ეს იყო მაღალი ხიფათის შემცველი ზონა და მეორე რისკი მოსალოდნელი პროვოკაციები იყო. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის. ამ ორ მხარეს ცივი ომი აქვთ ბათუმში გავლენის მოსაპოვებლად და მოსალოდნელი იყო პროვოკაცია, როგორც თურქების მხრიდან, ასევე, რასაც მე უფრო მეტად ვვარაუდობ, უფრო რუსეთის მხრიდან.

თუ ჩვენ დავაკვირდებით რუსეთის იმპერიის მოქმედების მეთოდებს, როდესაც ის გავლენისთვის იბრძვის, ყოველთვის მოქმედებს პრინციპით “გათიშე და იბატონე“, აწყობს პროვოკაციას და ამ პროვოკაციის ფონზე იწყებს გაღვივებასა და კაპიტალიზაციას. ამ დროს იყენებს ორ ძირითად თემას - ეს არის ეთნიკური და რელიგიური თემა.

ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ ამ რეგიონულ იმპერიებს შორის ბრძოლაში საქართველოზე გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის მთავარი იარაღი, ისევე, როგორც ტრაქტატზე ხელის მოწერის წინა პერიოდში იყო, ერთმორწმუნეობა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაა, სპარსეთის იმპერიასთან იქნებოდა ეს თუ ოსმალეთის იმპერიასთან. ამაზე ითამაშა მაშინ რუსეთმა და ამის საფუძველზე იქნა ტრაქტატზე ხელი მოწერილი.

დავუშვათ, რუსეთს არ მოუწყვია ეს პროვოკაცია და ყველაფერი ბუნებრივად განვითარდა, საბოლოოდ ბენეფიციარი მაინც რუსეთი გახდა მარტივი მიზეზის გამო, რომ მისთვის სასარგებლოდ ვითარდება ახლა მოვლენები და ის ახლა ყველანაირად ეცდება, რომ ეს ყველაფერი უფრო და უფრო გააღვივოს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

რაც შეეხება იმ საკითხს, როგორ რეაგირებს ქართული მხარე ამ ყველაფერზე, იმ განცხადებებზე, რაც თურქეთის მხრიდან გაკეთდა, ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება უღირსად და მხდალად მოიქცა. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ მტერს ენის მოჩლექით ესაუბრება და მხოლოდ მეგობრებთან აქვს დიდი გული.

“ეს ყველაფერი მთლიანად პოლიტიკურ კონტექსტში გადავიდა და ფეხბურთი ახლა მეორე პლანზეა. პოლიტიკური კონტექსტი კი ძალიან შემაშფოთებელია იმიტომ, რომ ხელისუფლება თავის რეალურ სახეს აჩვენებს და აჩვენებს იმ მოტივებს, რატომ რჩება საერთოდ მარტო. როგორც ჩვენი ხელისუფლება იქცევა, ამას არ ჰქვია თავმოყვარე და ღირსეული სახელმწიფოს საქციელი. ისინი იქცევიან, როგორც უღირსი, მხდალი დაჯგუფება. საქართველოს ხელისუფლება არ უნდა ჩამდგარიყო იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც ჩადგა - თავის მართლების პოზიციაში. თურქეთიდან წამოვიდა სერიოზული ფეხის ბაკუნი და ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ვანდალიზმი და სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, უპირობოდ არიან გათავისუფლებულები. კი ბატონო, შეიძლება გაათავისუფლო, მაგრამ ამხელა ზარალი მიიღო სტადიონმა, ჯარიმები მაინც გადაახდევინე, ეს ხომ მიღებული პრაქტიკაა?!

წარმოიდგინეთ, გერმანიის რომელიმე გუნდის თამაში რომ ყოფილიყო, იგივე მომხდარიყო და გერმანიის კანცლერს დაახლოებით ისეთივე განცხადება რომ გაეკეთებინა, რაც ერდოღანმა გააკეთა. თქვენი აზრით, რა განცხადებას გააკეთებდა პაპუაშვილი? ეს არის მათი მხდალი და უღირსი პოლიტიკა - როცა იცი, რომ მეგობრები ხელს არ შემოგიბრუნებენ, შეგიძლია აგინო დღე და ღამე და დარწმუნებული ვარ, გერმანიის კანცლერს მიწასთან გაასწორებდნენ, მიკროფონებთან იდგებოდა ყველა და თურქეთის ხელისუფლების განცხადებებს წაუყრუეს, ბოდიშებსაც იხდიან ამ წუთამდე. ასევე იქცევიან რუსეთთან. მტერს ელაპარაკებიან ენის მოჩლექით და მოყვარეს დღე და ღამე ლანძღავენ. ასე იქცევა მხდალი და უღირსი სახელმწიფო“, - განაცხადა გი ხუხაშვილმა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: ambebi.ge
  1. მთავარი
  2. ამბები.ge
  3. “ბათუმი, გარკვეულწილად, გახდა გავლენის სფეროების მოპოვების არეალი არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ რუსეთისთვის“ - გია ხუხაშვილი

თემა: ბათუმში

ამ თემას 29 ქართული წყარო აშუქებს — სულ 214 სტატია.

  • ტვ პირველი·19:14
    თურქეთის ელჩი: „ვალიდ აბუ ჰაიას განცხადება ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო და სამარცხვინოა“
  • რუსთავი 2·18:32
    ასეთი ფაქტები არაერთ ქვეყანაში გვინახავს, აქედან გამომდინარე აღნიშნული ქმედების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა არასწორი და არალოგიკურია - ზურაბ რურუა ბათუმში მომხდარ ინციდენტზე
  • აჭარის ტელევიზია·17:56
    ბათუმის საზაფხულო თეატრს დღეს სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა
  • იმედი·17:52
    ლევან მაჭავარიანი ბათუმში მომხდარ დაპირისპირებაზე: გულშემატკივრებს ახასიათებთ ასეთი მოვლენები. არიან რამდენიმე ქვეყნის გულშემატკივრები, რომლებიც გამოირჩევიან ჭარბი ემოციით და ჭარბი აგრესიით გულშემატკივრობის დროს. გუშინ სწორედ ასეთი რამ ვიხილეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია უნდა ჩარეულიყო. ჩაერია საკმაოდ პროპორციულად და უზრუნველყო წესრიგის დაცვა
ბათუმშითურქეთისგახდა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

ამბები.ge·22:07

სკანდალი ამსტერდამის აეროპორტში - მგზავრს $10 000-ად შეფასებული, მსოფლიოს ყველაზე იშვიათი კუები ბარგით კონტრაბანდულად გადაჰყავდა

სკანდალი ამსტერდამის აეროპორტში - მგზავრს $10 000-ად შეფასებული, მსოფლიოს ყველაზე იშვიათი კუები ბარგით კონტრაბანდულად გადაჰყავდა
ამბები.ge·21:43

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა

კიევის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ სეულთან დაკავშირებული უთანხმოების გამო რუსეთს სამხედრო დახმარება შეუჩერა
ამბები.ge·21:27

შვილმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ

შვილმა ჯერ სახლში ხანძარი გააჩინა, შემდეგ მამას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და მიიმალა - ახალი დეტალები თერჯოლაში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ
ამბები.ge·21:17

პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე

პრემიერის პირველი განცხადება ბათუმში, “ბეშიქთაშის“ ქომაგებსა და პოლიციას შორის მომხდარ დაპირისპირებაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.