
მოსახლეობის 34%-ის აზრით, EU-ში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლება საქართველოში პოლიტიკური ნების არარსებობაა - კვლევა
EU NEIGHBOURS EAST პროგრამის საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის შედეგებით, მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილის, 34%-ის აზრით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება საქართველოში პოლიტიკური ნების არარსებობა.
კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუების საშუალებით ჩატარდა.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რა არის მთავარი დაბრკოლებები, რომლებიც ამჟამად ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირის წევრი გახდეს, პასუხები ასე ნაწილდება:
• პოლიტიკური ნების არარსებობა საქართველოში - 34% • მოუგვარებელი ტერიტორიული დავები / ოკუპირებული ტერიტორიები - 13% • საქართველო ვერ აღწევს საჭირო სტანდარტებს - 13% • კანონის უზენაესობის დეფიციტი / მართლმსაჯულების არასათანადო სისტემა - 12% • აქტიური წინააღმდეგობა / გავლენა მესამე ქვეყნებიდან (მაგ: რუსეთის ფედერაცია) - 11% • მთავრობის უუნარობა განახორციელოს/გაატაროს რეფორმები - 10% • წინააღმდეგობა ქვეყნის ელიტების მხრიდან - 10% • ფართოდ გავრცელებული კორუფცია - 10% • ევროკავშირის ინტერესის ნაკლებობა საქართველოს წევრობის მიმართ - 9% • საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა - 9% • განათლების ნაკლებობა საქართველოში - 8% • ეროვნული ერთიანობის / ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე თანხმობის ნაკლებობა - 7% • საქართველოს მოსახლეობის გულგრილობა - 7% • უთანხმოება ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებთან - 5% • არასტაბილური ინსტიტუტები საქართველოში - 5% • წინააღმდეგობა რელიგიური თემების მხრიდან - 4% • საქართველოს სოციალური სისტემა და ღირებულებები - 4% • ფართოდ გავრცელებული ორგანიზებული დანაშაული - 4% • საქართველოში განლაგებული სხვა ქვეყნების ჯარები - 2% • მნიშვნელოვანი რელიგიური განსხვავებები ევროკავშირის წევრთა უმრავლესობასთან - 2% • არ ვიცი - 17% • არანაირი დაბრკოლება არაა - 2%
კვლევის შედეგებით, ქართველთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა (71%) კვლავ ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო კიდევ უფრო დიდ ნაწილს (79%) სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე ზიანს. ამასთან, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს.
BM.GE
წყარო: bm.ge