მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 17:39|bm.ge

უკრაინული დრონების შეტევების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო, „გაზპრომნეფტის“ მფლობელობაში არსებულმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ნედლი ნავთობის გადამუშავება სრულად შეაჩერა.

არსებული ინფორმაციით, 20 სექტემბერს განხორციელებული თავდასხმისას ცეცხლი ქარხნის ორ მთავარ დანადგარს გაუჩნდა. ინფორმირებული წყაროების ცნობით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთებასა და აღდგენას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.

საყურადღებოა, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სერიოზული დაზიანებები მიმდინარე წლის 16 და 18 ივნისს განხორციელებული დრონების შეტევების დროსაც მიიღო, რის გამოც ობიექტი სარემონტო სამუშაოებისთვის დროებით უკვე იყო გაჩერებული. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევები იქამდე გაგრძელდება, სანამ რუსეთის ომს არ შეწყვეტს.

რაც შეეხება საწარმოს მასშტაბებს, მოსკოვის ქარხანა წელიწადში 14 მილიონ მეტრულ ტონა ნედლ ნავთობს ამუშავებს და რუსეთის ათ უდიდეს საწარმოს შორის შედის. Reuters-ის მონაცემებით, 2024 წელს მოსკოვის ქარხანამ 2.9 მილიონი ტონა ბენზინი, 3.2 მილიონი ტონა დიზელის საწვავი, 2 მილიონი ტონა მაზუთი და 1.3 მილიონი ტონა გუდრონი აწარმოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

აშშ ირანის ბირთვულ პროგრამაზე ინფორმაციისთვის $20-მილიონიან ჯილდოს აწესებს

BM.GE

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

საბანკო კრიზისის შემდეგ, პარაგვაის ახალი პრეზიდენტი ჰყავს

BM.GE

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

ხვიჩა კვარაცხელია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შეიყვანეს

BM.GE

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

"ენერგეტიკა ეკონომიკის ხერხემალია" - რა გამოწვევებს ხედავს Photomate Caucasus სექტორში?

BM.GE