მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსკოვსა და ლენინგრადში Wildberries-ის საწყობებზე ისევ დრონების შეტევა იყო - დაიღუპა 5 ადამიანი
მოსკოვსა და ლენინგრადში Wildberries-ის საწყობებზე ისევ დრონების შეტევა იყო - დაიღუპა 5 ადამიანი

მოსკოვსა და ლენინგრადში Wildberries-ის საწყობებზე ისევ დრონების შეტევა იყო - დაიღუპა 5 ადამიანი

BM.GE4 აგვისტო, 2026, 15:22|bm.ge

4 აგვისტოს ღამით, უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის შემდეგ, ხანძარი გაჩნდა რუსეთის ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქების საწყობებში, სადაც კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მდებარეობს.

რუსეთის ხელისუფლების პირველადი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 6 დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული და უკრაინული მედიასაშუალებები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ დროზდენკოს განცხადებით, რეგიონის ტერიტორიაზე 17 დრონი ჩამოაგდეს, თუმცა დაზიანდა „კრასნი ბორის“ სასაწყობო ზონა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA იუწყება, რომ კვამლი იმ ტერიტორიიდან ამოდიოდა, სადაც Wildberries-ისა და სავაჭრო ქსელ „ლენტას“ საწყობები მდებარეობს. გავრცელებული ვიდეოებით ჯერჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის, კონკრეტულად რომელი კომპლექსი დაზიანდა.

გარდა ამისა, დრონებით იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქის ჩეხოვის რაიონში მდებარე „ნოვოსიოლკის“ სამრეწველო ზონაზეც. მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ელექტროქვესადგური, ადმინისტრაციული შენობა და საწყობი.

რუსული მედიასაშუალებების ცნობით, ჩეხოვში დარტყმის ქვეშ სწორედ Wildberries-ის სასაწყობო ფართობები მოჰყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

BM.GE

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

BM.GE

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

BM.GE

„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?

„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?

BM.GE