ორიგინალი
მოსწავლეებს, რომლებიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩააბარებენ, მთავრობა სწავლის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს
BM.GE·11:24

მოსწავლეებს, რომლებიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩააბარებენ, მთავრობა სწავლის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს

28 ნოემბერი, 2026 · 11:24

საქართველო ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს, რაც ქართველ მოსწავლეებს სწავლის სრული დაფინანსებით გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ – ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან, რომელიც უახლესი კვლევის თანახმად ნომერ პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა აზიაში, ხოლო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს. ეს არის უპრეცედენტო შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი არჩევს საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრების შანსს აძლევს.

ამ ისტორიული თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ძალისხმევისა და პირადი ჩართულობის დამსახურებაა. მისი ინიციატივა და შუამდგომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს დღეს ეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ", – თქვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოსწავლეებს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა, საგამონაკლისო წესით, უკვე მიმდინარე წლიდან ექნებათ.

„დაგეგმილია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან მემორანდუმის გაფორმება. თუმცა, ორივე მხარის მაღალი ინტერესისა და თანამშრომლობის მზაობის გათვალისწინებით, მიღწეულია შეთანხმება, რომ საქართველოდან წარდგენილი განაცხადები უნივერსიტეტმა განსხვავებულ ვადებში განიხილოს. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის იმოქმედებს გარკვეული შეღავათები და ისინი უნივერსიტეტში საკონკურსო განაცხადის წარდგენას, საგამონაკლისო წესით, წელსვე შეძლებენ.

კერძოდ, ახალი ინიციატივა წელს მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს შეეხება. მომდევნო წლიდან კი შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეები შეძლებენ.

შერჩევის პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი სრული დაფინანსებით განათლების მიღებას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებაში გააგრძელებენ, სადაც სწავლის წლიური ღირებულება 35 000 აშშ დოლარიდან – 42 000 აშშ დოლარამდე მერყეობს.

სასწავლო გრანტი თანადაფინანსების პრინციპს ეფუძნება. ეს გულისხმობს, რომ სტუდენტის სწავლის საფასურის ნაწილს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტი, ხოლო ნაწილს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს.

შერჩევის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აკადემიურ მოსწრებას, ინგლისური ენის ფლობის დონეს, ასევე, ეროვნულ და საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობას.

სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის დიპლომს, რაც მათ, სურვილის შემთხვევაში, მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელების, ან საქართველოში დაბრუნების და თავიანთი პროფილის შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობას მისცემს,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძის თმით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მსურველი მოსწავლეებისთვის დეტალური ინფორმაცია, მათ შორის კონკურსში მონაწილეობის პირობები, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

„ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩარიცხვა ნამდვილად არ არის მარტივი - კონკურსი საკმაოდ მაღალია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები წარმატებით გადალახავენ დადგენილ კრიტერიუმებს და საერთაშორისო დონის განათლებას მსოფლიოში ცნობილ უნივერსიტეტში მიიღებენ.

საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოება, მაღალი ხარისხის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, გლობალურ სივრცეში ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლება – სწორედ ამ მიზნებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალში ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითრეალიზების კიდევ უფრო ფართო არეალი შევუქმნათ. გვჯერა, რომ განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში ჩადებული ინვესტიციაა და სწორედ განათლებული, წარმატებული ახალგაზრდები ქმნიან ჩვენი ქვეყნის განვითარების მყარ საფუძველს", – განაცხადა გივი მიქანაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოსწავლეებს, რომლებიც ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ჩააბარებენ, მთავრობა სწავლის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს

თემა: ნაწილი

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • რუსთავი 2·09:02
    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • იმედი·22:41
    უკრაინული მედია: ბულგარეთი ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა ახალი სანქციების დამტკიცების სანაცვლოდ რუსული იმპორტის ნაწილზე აკრძალვა მოიხსნას
  • ამბები.ge·17:42
    აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - იხილეთ ჩამონათვალი
  • ინტერპრესნიუსი·16:58
    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ნაწილი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·12:04

„იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ“ - რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს მიმართავს

„იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ“ - რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს მიმართავს
BM.GE·10:40

TSMC ტეხასში $23-მილიარდიანი საწარმოო კამპუსის აშენებას განიხილავს

TSMC ტეხასში $23-მილიარდიანი საწარმოო კამპუსის აშენებას განიხილავს
BM.GE·09:00

"საქართველო ევროპაა" - 28 ნოემბრისთვის თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობების სამი მარშრუტი

"საქართველო ევროპაა" - 28 ნოემბრისთვის თბილისში დაგეგმილი საპროტესტო მსვლელობების სამი მარშრუტი
BM.GE·01:00

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი

SpaceX-ის აქციების ფასი 7.47%-ით გაიზარდა - რა გახდა მიზეზი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.