TSMC ტეხასში $23-მილიარდიანი საწარმოო კამპუსის აშენებას განიხილავს
ნახევარგამტარების მწარმოებელი ტაივანური გიგანტი - TSMC ტეხასის შტატში $22.6 მილიარდის ღირებულების საწარმოო კამპუსის აშენებას განიხილავს. როგორც ირკვევა, კომპანია ამერიკაში შემდგომი მსხვილი გაფართოებისთვის სწორედ ტეხასისა და არიზონის შტატების ვარიანტებს აფასებს.
რაც შეეხება ინვესტიციის სტრუქტურას, დაგეგმილი თანხიდან დაახლოებით $14 მილიარდი დანადგარებსა და აღჭურვილობაზე გადანაწილდება, დარჩენილი ნაწილი კი - შენობა-ნაგებობებზე და ინფრასტრუქტურაზე.
პროექტის ფარგლებში კომპანია 2-ნანომეტრიანი და უფრო მოწინავე ჩიპების წარმოებას გეგმავს.
როგორც ცნობილია, სამშენებლო ხარჯების დაწყება 2027 წელს იგეგმება, ხოლო დასაქმება 2028 წელს დაიწყება.
თავად ამ გადაწყვეტილებით TSMC-ს საწარმოო ოპერაციების დივერსიფიცირება და ტაივანზე დამოკიდებულების შემცირება სურს, რომელიც მუდმივი გეოპოლიტიკური რისკის წინაშე დგას ჩინეთის მხრიდან.
