მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება" - რა ღირს საუნის მოწყობა საქართველოში?
"მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება" - რა ღირს საუნის მოწყობა საქართველოში?

"მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება" - რა ღირს საუნის მოწყობა საქართველოში?

BM.GE11 მაისი, 2026, 05:27|bm.ge

საქართველოში საუნების მოწყობაზე მოთხოვნა მზარდია, რაც როგორც კერძო, ისე ტურისტულ სექტორში ინტერესის ზრდას უკავშირდება. ამის შესახებ BM.GE-ს „საუნერას“ დამფუძნებელმა, ზაური მუხათგვერდელმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანია, რომლის საწარმო მახათას გორაზე მდებარეობს, საუნების დამზადებაზე უკვე დაახლოებით 15 წელია მუშაობს, თუმცა ბრენდად „საუნერა“ 2025 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. მუხათგვერდელი ინტერვიუში ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა ყოველთვიურად იზრდება და ეს ტენდენცია დიდწილად ტურიზმის სექტორთან არის დაკავშირებული.

„საკმაოდ კარგი მოთხოვნაა და აქტიურად ვმუშაობთ. რაც სოციალური ქსელები გავააქტიურეთ, ფაქტობრივად არ გავჩერებულვართ. არც მეგონა, ასეთ მოკლე დროში ამხელა ინტერესს თუ გამოვიწვევდით. ძირითადად კერძო კომპანიები ინტერესდებიან, განსაკუთრებით ტურისტებზე გათვლილი ობიექტები - სასტუმროები, კოტეჯები და მსგავსი ტიპის განთავსების ადგილები...

სასტუმროებისთვის ვაკეთებთ სპა სივრცეებს, როგორც თურქული ჰამამის ტიპის საუნებს, ასევე სტიმ-საუნებს, რუსულ ბანიას და მშრალ საუნებს“, - ამბობს ის.

მისი ინფორმაციით, „საუნერა“ ასევე გარე სივრცისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს ქმნის - ხის ნაგებობებს, სადაც ინტეგრირებულია საუნა, მოსასვენებელი სივრცე და დამატებითი ოთახები.

რაც შეეხება ფასებს, კომპანიის ინფორმაციით, საუნის მოწყობის ღირებულება დამოკიდებულია ზომასა და კონფიგურაციაზე. ოთახში ჩასაშენებელი სტანდარტული საუნა დაახლოებით 1 კვ.მ-ზე 3000 ლარიდან იწყება. ღია სივრცისთვის განკუთვნილი საუნების ფასი მინიმუმ 3500 ლარიდან იწყება, ხოლო ინდივიდუალური პროექტების შემთხვევაში ღირებულება შეიძლება 5000 ლარსაც აღემატებოდეს.

ამ ეტაპზე, კომპანიაში 10 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, დამფუძნებლის თქმით, გუნდი მუდმივად იზრდება და ახალი თანამშრომლების დამატებაც აქტიურად მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, „საუნერა“ უკვე თანამშრომლობს მსხვილ სასტუმროებთან და განვითარების ტემპი მოლოდინებს აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE