მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა“ - პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე
„მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა“ - პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე

„მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა“ - პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე

BM.GE29 აპრილი, 2026, 17:26|bm.ge

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში კონკრეტული შედეგები მაისში გახდება ცნობილი. მისი თქმით, ქართული მხარე მზადაა ორი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ თანამშრომლობისთვის.

პაპუაშვილმა ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის წინა ადმინისტრაციას დააკისრა და აღნიშნა, რომ ამაში საქართველოს „თავისი წილი არ მიუძღვის“.

„ვნახოთ, რა და როგორ იქნება მოვა მაისი და ყველაფერი გაირკვევა. მოვა მაისი და ვნახავთ. მთავარი არის ერთი რამ - როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა, მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ, რომ ორივე მხრიდან არის სურვილი, ურთიერთობა გადაიტვირთოს. ჩვენი მხრიდან ითქვა, რა არის კრიტერიუმი, როდის შეგვიძლია ვთქვათ, რომ „კი, ნამდვილად მოხდა ურთიერთობების გადატვირთვა“. ჩვენი მთავარი კრიტერიუმი არის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება. ასე რომ, ამ მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ამ საკითხს ვუდგებით ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გადმოსახედიდან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს თავის საგარეო პოლიტიკას საკუთარი ეროვნული ინტერესების გადასახედიდან. ჩვენ გვიხარია ის, რომ სახელმწიფო მდივნის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ სხვა ქვეყნებსაც აქვთ საკუთარი ეროვნული ინტერესები და ამ ცოდნით შედიან ნებისმიერ საუბარში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის დღევანდელი, 29 აპრილის განცხადებით, მთავრობას მაისის ბოლომდე აშშ-თან „არაერთი კომუნიკაცია“ აქვს დაგეგმილი და კონკრეტულ შედეგებსაც ამ პერიოდში ელოდება, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. მისი თქმით, აპრილზე ვადა არ დაუსახელებია და ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის გაღრმავება სწორედ მაისში იგეგმება. მანამდე, 1 აპრილს, თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრები და „საინტერესო სიახლეები“ აპრილში იყო მოსალოდნელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ფეიქრიშვილების დედა შალვა პაპუაშვილს მიმართავსტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE