მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება"
"მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება"

"მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი ზუსტდება"

BM.GE10 ივნისი, 2026, 00:10|bm.ge

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ წარადგინა.კანონის პროექტით ზუსტდება მშენებლობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში, მწვანე ნარგავების ჭრის დასაშვებობასთან დაკავშირებული პირობები.კანონპროექტის თანახმად, ზუსტდება მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მწვანე ნარგავების ჭრასთან დაკავშირებული 25%-იანი შეზღუდვის გაანგარიშების წესი, მათ შორის, მკაფიოდ განისაზღვრება იმ ნარგავების კატეგორიები, რომლებიც აღნიშნულ შეზღუდვას ექვემდებარება და გამოირიცხება ის ნარგავები, რომლებიც თავისი ბიოლოგიური მახასიათებლებისა და ეკოლოგიური ღირებულების გათვალისწინებით, არ უნდა იყოს ჩართული აღნიშნულ გაანგარიშებაში.კანონის პროექტი ასევე ითვალისწინებს დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დადგენის შესაძლებლობას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • როლანდ პრაისი: მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი, საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების მნიშვნელოვან პროცესშიიმედი
  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

რეზერვების შევსება ერთ-ერთი ფაქტორია, რაც ლარის კურსის გამყარებას უწყობს ხელს - თამთა სოფრომაძე

BM.GE

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

სახელმწიფო დაფინანსება გარანტირებული მხოლოდ პირველი 2 სემესტრი იქნება|როგორ უნდა შეინარჩუნონ გრანტი სტუდენტებმა?

BM.GE

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

რუსთაველის მიმდებარე ქუჩებზე ზონალური პარკირების სისტემა დროებით გაითიშა - თბილისის მერია

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE