
"მშენებლობის და ტურიზმის სექტორები" - მინისტრმა რამდენიმე მიმართულება დაასახელა, რაც 2027 წელს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებლად მიაჩნია
"2027 წელს, საქართველოს ეკონომიკა 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ეს $12 000-ზე მეტი იქნება", - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" ინტერვიუში ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მან რამდენიმე მიმართულება ჩამოთვალა, რომელიც მიაჩნია, რომ მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი იქნება.
"ბიუჯეტი 2027 წელსაც კონსერვატიული მიდგომით იგეგმება, რადგან ის რისკები რაც გლობალურად არსებობს, მათ შორის გეოპოლიტიკური არსად არ გამქრალა და კონსერვატიული მიდგომით ვგეგმავთ ბიუჯეტს. რამდენიმე მიმართულებაა, რაც ვფიქრობ, იქნება მამოძრავებელი ეკონომიკური ზრდის, ეს არის: სამშენებლო სექტორი, ტურიზმის სექტორი, საინფორმაციო ტექნოლოგიური სექტორი და ლოჯისტიკის სექტორი.
2027 წელს, ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 126 მილიარდ ლარს დააჭარბებს, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ეს 12 000 დოლარზე მეტი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.
BM.GE
წყარო: bm.ge