მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Palo Alto-მ $4.5 მილიარდად Applied Compute-ის ყიდვა გადაწყვიტა
Palo Alto-მ $4.5 მილიარდად Applied Compute-ის ყიდვა გადაწყვიტა

Palo Alto-მ $4.5 მილიარდად Applied Compute-ის ყიდვა გადაწყვიტა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 04:29|bm.ge

კიბერუსაფრთხოების ამერიკულმა კომპანიამ Palo Alto Networks-მა ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Applied Compute-ის $4.5 მილიარდად შეძენის შესახებ შეთანხმებას ოფიციალურად მოაწერა ხელი.

გარიგება, რომელიც 2027 წლის მესამე კვარტალში დაიხურება, კორპორაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კომპანიის გაფართოებას ემსახურება.

Applied Compute-ის ინტეგრაციით Palo Alto Networks-ი მომხმარებლებისთვის ისეთი ტექნოლოგიური პლატფორმის შეთავაზებას ისახავს მიზნად, რომელიც მათ ღია კოდის მოდელების უსაფრთხო წვრთნასა და დანერგვაში დაეხმარებათ.

ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება კიბერუსაფრთხოების არნახულ რისკებს ქმნის, რის გამოც Palo Alto Networks-ი როგორც გაზრდილი კომერციული შესაძლებლობების, ასევე გამოწვევების წინაშე დგას და მათთან გამკლავებას გაფართოების გზით გეგმავს.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებს, Palo Alto-ს შემოსავალი წლიურ ჭრილში 39%-ით გაიზარდა და წინა კვარტალში $3.5 მილიარდი შეადგინა, რაც ნავარაუდევ $3.31 მილიარდს აღემატება. ამასთან, Palo Alto Networks-მა 2027 ფისკალური წლის შემოსავლების პროგნოზი $14.6 მილიარდამდე გაზარდა, რაც უოლ-სტრიტის მოლოდინს აჭარბებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

აზერბაიჯანი სასურსათო ხორბალზე შიდა მოთხოვნის 65-70%-ის დაკმაყოფილებას გეგმავს

BM.GE

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

Sound Ventures-მა $435 მილიონი Anthropic-ის 7-მილიარდიან წილად აქცია

BM.GE

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

“მიზანია, სისტემა შევქმნათ, რომელიც იმუშავებს” - რითეილერს, მწარმოებელსა და დისტრიბუტორს შორის ურთიერთობა დარეგულირდება

BM.GE

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

მასშტაბური ტექნოლოგიური ხარვეზების გამო, აშშ-ის კიბერუსაფრთხოების დირექტორი გაათავისუფლეს

BM.GE