მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2026 წელს ენერგორესურსების ფასები 24%-ით გაიზრდება
მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2026 წელს ენერგორესურსების ფასები 24%-ით გაიზრდება

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2026 წელს ენერგორესურსების ფასები 24%-ით გაიზრდება

BM.GE3 მაისი, 2026, 22:22|bm.ge

მსოფლიო ბანკი ვარაუდობს, რომ 2026 წელს ენერგორესურსების ფასები 24%-ით გაიზრდება, რისი მიზეზიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი იქნება. ორგანიზაციის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი იქნება. როგორც ირკვევა, საბაზისო სცენარი კონფლიქტის მწვავე ფაზის მაისში დასრულებას ითვალისწინებს.

მსოფლიო ბანკში ასევე აქვთ მოლოდინი, რომ ომის გამო საერთო სასაქონლო ფასების ინდექსი 16%-ით გაიზრდება. თუმცა აღნიშნავენ, რომ რეგიონში ვითარების ესკალაციამ და მიწოდების დამატებით შეფერხებამ შესაძლოა ფასები კიდევ უფრო გაზარდოს.

როგორც ირკვევა, ენერგეტიკული კრიზისის მთავარი მიზეზი ჰორმუზის სრუტის ბლოკირებაა. საუბარია სტრატეგიულ სანაოსნო მონაკვეთზე, სადაც ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის 20-25% გადიოდა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, ნავთობის მიწოდების ამჟამინდელი შეფერხება ისტორიაში ყველაზე მასშტაბურია და მსგავსი ენერგეტიკული შოკი კაცობრიობას არასდროს უნახავს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ სრუტეში გადაზიდვების მოცულობა ომამდელ ნიშნულს მხოლოდ ოქტომბერში დაუბრუნდება.

მსოფლიო ბანკში საუბრობენ იმაზეც, რომ ენერგორესურსების გაძვირება აისახება სასუქების ბაზარზეც, სადაც 31%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. განსაკუთრებით რთული ვითარებაა შარდოვანას შემთხვევაში, რომლის ფასმაც 60%-ით უკვე მოიმატა. სიცხადისთვის, ამ მხრივ ფასების ზრდა საფრთხეს პირდაპირ უქმნის სურსათის მიწოდებას და ფერმერების შემოსავლებს.

მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ინდერმიტ გილმა აღნიშნა, რომ ომი გლობალურ ეკონომიკას რამდენიმე მიმართულებით აზიანებს. მისი თქმით, პირველადი მიმართულება ენერგორესურსების დეფიციტი და გაზრდილი ფასებია, რასაც სურსათის გაძვირება და მაღალი ინფლაცია მოსდევს.

იგი მიიჩნევს, რომ ეს ჯაჭვური რეაქცია საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის და ვალების მომსახურებას კიდევ უფრო გაართულებს. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი ყველაზე მძიმედ იმ ღარიბ ქვეყნებზე აისახება, რომლებიც უკვე დგანან მაღალი საგარეო ვალის პრობლემის წინაშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე. არ გასცენ საკუთარი პერსონალური და ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, ბანკის დისტანციურ არხებში ავტორიზაციისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი და პაროლიიმედი
  • საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელიატვ პირველი
  • „საქართველოს ბანკის“ ფილიალში კაცი შეიჭრა და ისროლა – შსსნეტგაზეთი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE