მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს - ეკონომიკის სამინისტრო
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს - ეკონომიკის სამინისტრო

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით მიმდინარეობს - ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE11 მაისი, 2026, 13:47|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

უწყების გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ურთიერთკავშირის და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლო დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება", - წერია პრესრელიზში.

მსოფლიო ბანკის მისიასთან გამართულ შეხვედრაში ინგა ფხალაძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიმდინარეობს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობსრუსთავი 2
  • სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - ვუჩიჩის პარტიას სტუდენტური მოძრაობა უპირისპირდებატვ პირველი
  • „მიმდინარეობს შიდა განხილვები“ – ომბუდსმენი პარტიების აკრძალვის საქმეში ჯერ არ ჩართულანეტგაზეთი
  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობსიმედი
მიმდინარეობს →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE