მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 20:51|bm.ge

მსოფლიო ბანკმა 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმოხილვაში. მსოფლიო ბანკის წინა შეფასებასთან შედარებით, რაც ივნისში იყო გამოქვეყნებული, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.

რეგიონის ქვეყნებიდან მსოფლიო ბანკმა ყველაზე მეტად სწორედ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა, ასევე გაიზარდა სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო აზერბაიჯანის და ყაზახეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები კი შემცირებულია. მსოფლიო ბანკმა უცვლელად შეინარჩუნა თურქეთის; რუსეთის და უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივების თანახმად, 2026 წელს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ასეთი იქნება (სხვაობა მითითებულია ივნისის პროგნოზთან შედარებით):

• საქართველო: 7.0% (სხვაობა: +2 პ.პ) • სომხეთი: 5.6% (სხვაობა: +0.3 პ.პ) • აზერბაიჯანი: 1.2% (სხვაობა: -0.8 პ.პ) • ყაზახეთი: 4.6% (სხვაობა: 0.0 პ.პ) • მოლდოვა: 1.9% (სხვაობა: 0.0 პ.პ) • რუსეთის ფედერაცია: 0.8% (სხვაობა: 0.0 პ.პ) • თურქეთი: 2.8% (სხვაობა: 0.0 პ.პ) • უკრაინა: 1.2% (სხვაობა: 0.0 პ.პ).

მსოფლიო ბანკის ანგარიშში საუბარია მზარდ ინფლაციურ წნეხზე, რაც საწვავის ფასების ზრდიდან მომდინარეობს.

"ენერგომატარებლებზე ფასების მატებამ ინფლაციის მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება განაპირობა. ხოლო ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი და სხვა ქვეყნების მხრიდან მზარდი კონკურენცია უარყოფითად აისახება ექსპორტსა და სამრეწველო საქმიანობაზე, განსაკუთრებით, რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვებში. ვაჭრობის შემდგომი შეფერხება, საომარი მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ენერგომატარებლებზე, ტრანსპორტზე და სასუქზე დანახარჯების შემდგომი მატება, გლობალური დაფინანსების გამკაცრებული პირობები, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სუსტი ეკონომიკური ზრდა და ექსტრემალური მეტეოროლოგიური მოვლენები კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით რისკებად რჩება", - აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიმოხილვაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებსრუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართატვ პირველი
  • ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდაიმედი
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

გერმანიის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

BM.GE

ფრანგული მუზეუმიდან სალვადორ დალის მიერ შექმნილი 200 კილოგრამიანი წიგნის ყდა მოიპარეს

ფრანგული მუზეუმიდან სალვადორ დალის მიერ შექმნილი 200 კილოგრამიანი წიგნის ყდა მოიპარეს

BM.GE

წელს ეკონომიკური ზრდის 7.5%-იან პროგნოზს ვინარჩუნებთ - Galt&Taggart

წელს ეკონომიკური ზრდის 7.5%-იან პროგნოზს ვინარჩუნებთ - Galt&Taggart

BM.GE

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა - სამინისტრო

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა - სამინისტრო

BM.GE