
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება
BM.GE|bm.ge
მსოფლიო ბაზარზე ნავთობი კვლავ ძვირდება. Brent-ის ტიპის საწვავის ფასი 103 დოლარს აჭარბებს, წინა დღესთან შედარებით ნავთობი 3%-ით არის გაძვირებული. დაახლოებით 3%-იანი მატებაა ნედლი ნავთობის ფასზეც და 91 დოლარი ღირს. ასევე 3%-ით არის გაძვირებული WTI [West Texas Intermadiate] და 91 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ურალსი 124 დოლარამდეა გაძვირებული.
მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი ირანზე აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმის შემდეგ გაძვირდა, ომის გამო ირანმა ჩაკეტა "ჰორმუზის სრუტე", რომელზეც მსოფლიოში ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, ამან კი მიწოდებაში პრობლემები შექმნა და ფასი გაზარდა. წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობი დაახლოებით 70%-ით არის გაძვირებული.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge