მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება
მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება

მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავი კვლავ ძვირდება

BM.GE7 მაისი, 2026, 00:10|bm.ge

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, საავიაციო საწვავზე ფასი 1%-ით გაიზარდა და ბარელზე 181 დოლარი შეადგინა. ეს მიმდინარე კვირის საშუალო მაჩვენებელია, თუმცა წინა წელთან შედარებით, საწვავის ღირებულება გაორმაგებულია.

ფასი განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მაგალითად აზიასა და ევროპაში ბარელის ფასი 187 დოლარს აღწევს. ჩრდილოეთ ამერიკაში საშუალო ფასი უფრო ნაკლები 176 დოლარია.

გაძვირებული საწვავის გამო, გლობალური ავიაცია კრიზისშია, რადგან ავიაკომპანიების ხარჯების 40%-ზე მეტი სწორედ საწვავზე მოდის. საწვავის დაზოგვის მიზნით, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ავიაკომპანიას Lufthansa-ს 20 ათასამდე რეისის გაუქმებაც მოუწია.

არც პროგნოზებია სახარბიელო. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის საკითხი რომც მოგვარდეს, ლოგისტიკური ჯაჭვების აღდგენას თვეები დასჭირდება. ეს ნიშნავს, რომ ავიაციისთვის ყველაზე აქტიურ ზაფხულის პერიოდში სექტორი კრიზისში იქნება.

ვრცლად ამ თემაზე: გაორმაგებული ფასი საწვავზე - როგორ აისახა გლობალური კრიზისი ქართულ საავიაციო ბაზარზე?

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE