მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები Change Inspire 2026-ზე - NVIDIA, Microsoft, Google Cloud, Amazon Web Services და სხვა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები Change Inspire 2026-ზე - NVIDIA, Microsoft, Google Cloud, Amazon Web Services და სხვა

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები Change Inspire 2026-ზე - NVIDIA, Microsoft, Google Cloud, Amazon Web Services და სხვა

BM.GE19 ივნისი, 2026, 10:02|bm.ge

1 ივლისს, Pullman Tbilisi, Axis Towers-ში, HT Solutions-ის ორგანიზებით, გაიმართება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია - Change Inspire 2026.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემაა „Big Tech. Global Legends. One Future.“, რომელიც აერთიანებს გლობალური ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პროფესიონალებს.

Change Inspire 2026-ზე საკუთარ გამოცდილებასა და ხედვებს გააზიარებენ NVIDIA-ის, Microsoft-ის, Google Cloud-ის, Amazon Web Services (AWS)-ის და სხვა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.

კონფერენციის ერთ-ერთი გამორჩეული სპიკერია Bruno Trentini - NVIDIA-ის გამოყენებითი მანქანური სწავლების კვლევითი მეცნიერი და ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის დოქტორანტი. იგი ისაუბრებს ორ თემაზე:

• How AI is Transforming Healthcare and Shaping the Future of Digital Biology • The Building Blocks of Agentic AI

კონფერენციის პროგრამა მოიცავს 50-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ სპიკერს, რომლებიც ოთხ განსხვავებულ სცენაზე - Main Stage, Tech Stage და ორი Workshop Stage - ისაუბრებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა:

• Artificial Intelligence (AI) • Cybersecurity • Data & Analytics • Cloud Technologies • DevOps • Digital Transformation

Change Inspire 2026-ის ოფიციალური განრიგი უკვე ხელმისაწვდომია, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს წინასწარ დაგეგმონ საკუთარი დღის პროგრამა და აირჩიონ მათთვის საინტერესო სესიები.

კონფერენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რეალურ ქეისებსა და იმ ტენდენციებზე, რომლებიც დღეს გლობალურ ბიზნესსა და ტექნოლოგიურ ინდუსტრიას აყალიბებს.

Change Inspire 2026 ყოველწლიურად აერთიანებს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, ბიზნესის ლიდერებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დეველოპერებს, ინჟინრებსა და ინოვაციებით დაინტერესებულ პროფესიონალებს, რაც ღონისძიებას ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული ნეთვორქინგის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სივრცედ აქცევს საქართველოში.

📅 თარიღი: 1 ივლისი, 2026📍 ადგილმდებარეობა: Pullman Tbilisi, Axis Towers

📋 კონფერენციის სრული განრიგი: https://changeinspire.ge/schedule

🎟️ ბილეთები: https://tkt.ge/show/32163/change-inspire-2026

🌐 დამატებითი ინფორმაცია: https://changeinspire.ge

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"გაიარე მეტი უსაფრთხოდ" - "თეგეტა მოტორსის" საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში

"გაიარე მეტი უსაფრთხოდ" - "თეგეტა მოტორსის" საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში

BM.GE

კონკურენციის სააგენტომ "ორბი ჯგუფი ბათუმი" ინფორმაციის არასრულად მიწოდებისათვის დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ "ორბი ჯგუფი ბათუმი" ინფორმაციის არასრულად მიწოდებისათვის დააჯარიმა

BM.GE

ჯეი-დი ვენსის ვიზიტი შვეიცარიაში გადაიდო - აშშ-ირანის მოლაპარაკებების ლოგისტიკა "კვლავ შეუთანხმებელია"

ჯეი-დი ვენსის ვიზიტი შვეიცარიაში გადაიდო - აშშ-ირანის მოლაპარაკებების ლოგისტიკა "კვლავ შეუთანხმებელია"

BM.GE

4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს

4 სრულად დაფინანსებული კურსი Businesscourse.ge-ზე, თუ კონტენტის შექმნა გაინტერესებს

BM.GE