მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "მთავარი პრობლემა დროული დაბინავებაა" - რა გამოწვევების წინაშე დგას ნუშისა და კაკლის სექტორი
"მთავარი პრობლემა დროული დაბინავებაა" - რა გამოწვევების წინაშე დგას ნუშისა და კაკლის სექტორი

"მთავარი პრობლემა დროული დაბინავებაა" - რა გამოწვევების წინაშე დგას ნუშისა და კაკლის სექტორი

BM.GE3 სექტემბერი, 2026, 19:31|bm.ge

ნუშისა და კაკლის სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მოსავლის დროული აღება და დაბინავება რჩება. როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან ქვარიანმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, არსებული გადამმუშავებელი სიმძლავრეები ამ ეტაპზე ქვეყანაში წარმოებულ მოცულობებს აკმაყოფილებს, თუმცა პრობლემურია მოსავლის გადამუშავებამდე შენარჩუნება.

ქვარიანის ინფორმაციით, ნუშის მოსავლის აღება უკვე დაწყებულია და მომდევნო 10 დღის განმავლობაში პროცესი უფრო გააქტიურდება, კაკლის კრეფა კი დაახლოებით ერთ თვეში დაიწყება. მისივე თქმით, ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული მიღება და გაშრობა, რისთვისაც შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო.

„უფრო პრობლემატურად ვხედავთ მოსავლის აღებას და დაბინავებას, სანამ მივალთ გადამუშავებამდე. ფერმერს სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა, შესაბამისი მოწყობა ბაღში, დროულად მიღება, დროულად გაშრობა. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ცოტა პრობლემები არის“, - განაცხადა ქვარიანმა.

მისი შეფასებით, პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ფინანსურ რესურსებს, რადგან როგორც ბაღში, ისე შესანახ მეურნეობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ქვარიანის განმარტებით, ნუშისა და კაკლის შემთხვევაში მოსავლის დროული და სათანადო პირობებში დაბინავება კრიტიკულია, რადგან პროდუქტის შემდგომი გადამუშავება რამდენიმე თვის შემდეგაც არის შესაძლებელი. ამ მხრივ ყველაზე რთული პერიოდი სექტემბრიდან ოქტომბრის ჩათვლითაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სომხეთი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას არ შეეწინააღმდეგება" - ნიკოლ ფაშინიანი

"სომხეთი რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას არ შეეწინააღმდეგება" - ნიკოლ ფაშინიანი

BM.GE

"დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა"- როდის გაიხსნება ბრენდების მოლი ქუთაისში?

"დღეს არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა"- როდის გაიხსნება ბრენდების მოლი ქუთაისში?

BM.GE

"ოსკარზე" საქართველოს სახელით წელს კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი|სამინისტრო

"ოსკარზე" საქართველოს სახელით წელს კოღუაშვილის ფილმი "გურია" იქნება წარდგენილი|სამინისტრო

BM.GE

არტე მორენო ლოს-ანჯელესის "ენჯელსის" "არსენალის" მფლობელ სტენ კრონკესთვის მიყიდვას გეგმავს

არტე მორენო ლოს-ანჯელესის "ენჯელსის" "არსენალის" მფლობელ სტენ კრონკესთვის მიყიდვას გეგმავს

BM.GE