მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა 1-ელი სექტემბრიდან ანაზღაურებად სტაჟირებაზე 3 000 ვაკანსიას გამოაცხადებს - ლევან ჟორჟოლიანი
მთავრობა 1-ელი სექტემბრიდან ანაზღაურებად სტაჟირებაზე 3 000 ვაკანსიას გამოაცხადებს - ლევან ჟორჟოლიანი

მთავრობა 1-ელი სექტემბრიდან ანაზღაურებად სტაჟირებაზე 3 000 ვაკანსიას გამოაცხადებს - ლევან ჟორჟოლიანი

BM.GE27 ივლისი, 2026, 19:35|bm.ge

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მთავრობა 1-ელი სექტემბრიდან, პრემიერის ინიციატივით ანაზღაურებად სტაჟირებაზე 3 000 ვაკანსიას გამოაცხადებს.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი სისხლი, ახალი თაობა შემოვიდეს საჯარო სამსახურში, პირველი სექტემბრიდან გამოვაცხადებთ დაახლოებით 3 000 ვაკანსიას ანაზღაურებად სტაჟირებაზე", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, წინა წელს სტაჟირების მონაწილეთა თითქმის 50%-მა ან გააგრძელა სტაჟირება, ან სახელმწიფო უწყებაში დასაქმდა, სადაც სტაჟირება გაიარა.

„ამ პროგრამით სრულიად ახალი თაობა, მოტივირებული ახალგაზრდები შემოდიან საჯარო სტრუქტურებში, რომლებიც უნდა ემსახურონ საკუთარ ქვეყანას, მიიღონ გამოცდილება, კვალიფიკაცია აიმაღლონ და მიიღონ კიდევ უფრო მეტი ცოდნა. მერწმუნეთ, საჯარო სექტორში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ცხოვრების ყველა ეტაპზე, შეიძლება, მათ შორის ბიზნესშიც გამოადგეთ ამ ახალგაზრდებს და ძალიან ვგულშემატკივრობთ ამ პროგრამას. ეს პრემიერის ინიციატივაა. ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით, რათა უფრო მეტ ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ რეგიონში გაიაროს ანაზღაურებადი სტაჟირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - FedEx

მნიშვნელოვანი იქნება, თუ ფოსტის ბაზარს მთავრობა ხელუხლებელს დატოვებს - FedEx

BM.GE

ვლადიმირ პუტინი ინდოეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

ვლადიმირ პუტინი ინდოეთში BRICS-ის სამიტს დაესწრება

BM.GE

8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.3 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

8 თვეში საქართველოდან ექსპორტზე $1.3 მილიარდის აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა

BM.GE

„ადამიანს თავზე დაეცა საინფორმაციო ბანერი“ - რა პრობლემებს აწყდება ტურიზმის სექტორი საქართველოში?

„ადამიანს თავზე დაეცა საინფორმაციო ბანერი“ - რა პრობლემებს აწყდება ტურიზმის სექტორი საქართველოში?

BM.GE