მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა 854 სკოლისთვის მერხებს ყიდულობს - ბიუჯეტი ₾9,8 მლნ-ია
მთავრობა 854 სკოლისთვის მერხებს ყიდულობს - ბიუჯეტი ₾9,8 მლნ-ია

მთავრობა 854 სკოლისთვის მერხებს ყიდულობს - ბიუჯეტი ₾9,8 მლნ-ია

BM.GE29 მაისი, 2026, 18:59|bm.ge

მთავრობა 854 საჯარო სკოლისთვის მერხებს ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი 67 000 კომპლექტის - სასკოლო მერხი და სკამის შესყიდვა იგეგმება.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 849 000 ლარია. თითოეული კომპლექტის ზღვრული ღირებულება 147 ლარია.

კომპლექტის შემადგენლობაში შედის ერთი ცალი სასკოლო მერხი და ერთი ცალი სასკოლო სკამი, რომელიც გათვლილია ერთ მოსწავლეზე.

იგეგმება შემდეგი რაოდენობის კომპლექტების შესყიდვა:

II საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 13 687 კომპლექტი;III საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 23 744 კომპლექტი;IV საფეხურის სასკოლო მერხი და სკამი - 29 569 კომპლექტი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია ტენდერით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის მიწოდება -15 000 კომპლექტი განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2026 წლის 10 სექტემბრისა, ხოლო დარჩენილი რაოდენობის - 52 000 კომპლექტის მიწოდება - არაუგვიანეს 2026 წლის 20 დეკემბრისა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE