მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა არასრულწლოვნებისთვის "სქროლზე" დგომის რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტი მზადდება
მთავრობა არასრულწლოვნებისთვის "სქროლზე" დგომის რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტი მზადდება

მთავრობა არასრულწლოვნებისთვის "სქროლზე" დგომის რეგულირებას გეგმავს - კანონპროექტი მზადდება

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 15:51|bm.ge

საქართველოს მთავრობა არასრულწლოვნებისთვის ორბორბლიან თვითგორიალაზე (ე.წ. სქროლზე) დგომის რეგულირებას გეგმავს - ამის შესახებ 2026 წლის პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მთავრობის მიერ წარსადგენი კანონპროექტების ჩამონათვალიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში.

ახალი ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოკლე განმარტების თანახმად, ცვლილება ძირითადად არასრულწლოვნებს შეეხება და მათთვის კონკრეტულ რეგულაციებს განსაზღვრავს, თუმცა განმარტებით ბარათში დაგეგმილი რეგულირების ზუსტი მოდელი აღწერილი არაა.

"ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს.

საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვასა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

2025 წლიდან შსს-მა სკუტერების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის აღრიცხვა დაიწყო. გასულ წელს სულ აღირიცხა 106 შემთხვევა, რომელთა შედეგადაც 109 ადამიანი დაშავდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა. 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით კი სულ აღირიცხა 28 ავტოსაგზაო შემთხვევა სკუტერის მონაწილეობით, რომელთა შედეგადაც 33 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გეგმავს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიის მხარდასაჭერად 4 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავსიმედი
  • მედია: ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა - როგორ გეგმავს ევროკომისია მოქალაქეთა კერძო დანაზოგის გამოყენებას შიდა სესხებისა და ინვესტიციებისთვისრუსთავი 2
  • "ოცნება“ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვარის გაზრდას გეგმავსტვ პირველი
  • პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისფორმულა
გეგმავს →

მსგავსი სტატიები

Galt & Taggart-ის შეფასებით, 7 თვეში ტურიზმის შემოსავლები წლიურად არ გაზრდილა

Galt & Taggart-ის შეფასებით, 7 თვეში ტურიზმის შემოსავლები წლიურად არ გაზრდილა

BM.GE

მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენას შემოდგომაზე გეგმავს

მთავრობა ავტომფლობელთა მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენას შემოდგომაზე გეგმავს

BM.GE

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს - სეს

BM.GE

კავკასიის უნივერსიტეტმა წელს რეკორდული რაოდენობის სტუდენტი მიიღო - კახა შენგელია

კავკასიის უნივერსიტეტმა წელს რეკორდული რაოდენობის სტუდენტი მიიღო - კახა შენგელია

BM.GE