მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა დიღმის ჭალებთან 11 600 კვ.მ მიწას 11.7 მილიონად ყიდის
მთავრობა დიღმის ჭალებთან 11 600 კვ.მ მიწას 11.7 მილიონად ყიდის

მთავრობა დიღმის ჭალებთან 11 600 კვ.მ მიწას 11.7 მილიონად ყიდის

BM.GE24 ივლისი, 2026, 14:13|bm.ge

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისში, დიღმის ჭალების მიმდებარედ, 11,629 კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას ელექტრონულ აუქციონზე ყიდის.

საპრივატიზაციო ობიექტი მდებარეობს გრიგოლ ფერაძის ქუჩის N9-ში. ქონება ორი საკადასტრო ერთეულისგან შედგება - 01.72.14.236.005 და 01.72.14.236.004. აუქციონის საწყისი ფასი 11.7 მილიონი ლარია.

მიწის ნაკვეთის საერთო ფართობი 11,629 კვადრატული მეტრია - აქედან ძირითადი ნაწილი 11,229 კვადრატულ მეტრს მოიცავს, ხოლო დამატებითი ნაკვეთის ფართობი 400 კვადრატული მეტრია. ობიექტზე განთავსებულია N1 შენობა-ნაგებობაც.

შესაბამისად, ერთი კვადრატული მეტრის ფასი 1006 ლარს, ანუ 383 დოლარს შეადგენს.

აუქციონი 20 ივლისს 11:00 საათზე დაიწყო და განაცხადების მიღება 3 აგვისტოს 17:00 საათამდე გაგრძელდება. ვაჭრობის ბიჯი 10 ათასი ლარია, ხოლო მონაწილეობის საგარანტიო თანხა 1.17 მილიონ ლარს შეადგენს.

ქონების აღწერაში აღნიშნულია, რომ ნაკვეთს კვეთს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა მილსადენი.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა საპრივატიზაციო თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უნდა გადაიხადოს. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საინვესტიციო ფორუმზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს კურორტ გოდერძის საინვესტიციო პოტენციალი გააცნოიმედი
  • აჭარის მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე თემები განიხილესრუსთავი 2
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

40 000 კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი იქნება - IMO საქართველოსგან მიწოდების ზრდას ელოდება

40 000 კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი იქნება - IMO საქართველოსგან მიწოდების ზრდას ელოდება

BM.GE

ციფრული გადახდებიდან ციფრულ კომერციამდე: ზრდის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის - ინტერვიუ სერგეი მარტინჩუკთან, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთან

ახალი არქიტექტურული სტანდარტები და ესთეტიკური მახასიათებლები მშენებლობაში: რა უნდა იცოდნენ დეველოპერებმა და არქიტექტორებმა

ახალი არქიტექტურული სტანდარტები და ესთეტიკური მახასიათებლები მშენებლობაში: რა უნდა იცოდნენ დეველოპერებმა და არქიტექტორებმა

BM.GE

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი - ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია, შუა დერეფანი გახდეს უფრო სწრაფი, საიმედო და პროგნოზირებადი - ირაკლი კობახიძე

BM.GE