მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ძეხვეულის ეტიკეტირების წესს ამკაცრებს - რა იცვლება მომხმარებლისთვის
მთავრობა ძეხვეულის ეტიკეტირების წესს ამკაცრებს - რა იცვლება მომხმარებლისთვის

მთავრობა ძეხვეულის ეტიკეტირების წესს ამკაცრებს - რა იცვლება მომხმარებლისთვის

BM.GE6 ივლისი, 2026, 21:50|bm.ge

მთავრობამ მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომელიც ძეხვეულის (სოსისი, სარდელი, ძეხვი) ეტიკეტირების წესს ამკაცრებს.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, ცვლილება მიზნად ისახავს მომხმარებლის უკეთ ინფორმირებას და შეფუთვაზე არასწორი წარწერების პრევენციას.

ახალი წესის მიხედვით, ძეხვეულის შეფუთვის ხედვის ძირითად არეალში (ანუ წინა მხარეს, სადაც მომხმარებელი პროდუქტს პირველად ხედავს) კონკრეტული ცხოველის ხორცის დასახელების (მაგალითად: „საქონლის სოსისი“, „ღორის ძეხვი“) მითითება დასაშვები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხორცის რაოდენობა გამოყენებული ხორცის საერთო მასის 50%-ზე მეტს შეადგენს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაზუსტება ეხება თავად ხორცის ცნებას: რეგლამენტში აღნიშნული ტერმინი „ცხოველების ხორცი“ არ მოიცავს ე.წ. „მექანიკურად განცალკევებულ ხორცს“. ეს ნიშნავს, რომ 50%-იანი ბარიერის დაანგარიშებისას მექანიკურად დამუშავებული მასა მხედველობაში არ მიიღება.

მთავრობის №301 დადგენილებაში შესული ეს ცვლილება დაუყოვნებლივ არ ამოქმედდება. მწარმოებლებსა და იმპორტიორებს ახალ სტანდარტზე გადასასვლელად გარკვეული დრო ეძლევათ დადგენილება ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • ევროპარლამენტარი, AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: თუ გვინდა საქართველოსთან საუბარი, უნდა ვესაუბროთ ოფიციალურ წრეებს, ველაპარაკოთ მთავრობას საქართველოში. სამწუხაროდ, ეს არ ხდება და AfD ამის წინააღმდეგია. ჩვენ ველაპარაკებით ქართველ პოლიტიკოსებს, ველაპარაკებით საქართველოსთვისიმედი
  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად საგანმანათლებლო პროექტების მიმდინარეობას გაეცნორუსთავი 2
  • მთავრობა აღიარებს, რომ ინფლაცია პროგნოზირებულზე მაღალია - რას ამბობენ ექსპერტებიტვ პირველი
  • პეტერ მადიარის მთავრობა რუსეთს უნგრეთისა და ევროპის უსაფრთხოების საფრთხედ აღიარებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE