მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ეკონომიკის სამინისტროში "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" ქმნის - PPP სააგენტოს აუქმებს
მთავრობა ეკონომიკის სამინისტროში "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" ქმნის - PPP სააგენტოს აუქმებს

მთავრობა ეკონომიკის სამინისტროში "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს" ქმნის - PPP სააგენტოს აუქმებს

BM.GE27 აპრილი, 2026, 19:28|bm.ge

საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტო, რომლის საქმიანობის ეფექტიანობაზე თავად "ქართული ოცნების" დეპუტატებიც სვამდნენ კითხვებს, არსებული სახით უქმდება. PPP სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებიდან ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ გადადის და სახელი და ფორმატი ეცვლება - მას სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტო უნდა ეწოდოს.

მთავრობა ინვესტიციების სააგენტოს 9 წლის შემდეგ აბრუნებს

"საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონში" ცვლილება დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს.

ახალ სააგენტოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა დაევალება. კანონპროექტის მომხსენებლის თქმით, ახალი სახით ფორმირებულ უწყებაში უნდა გადავიდეს სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი. თავად "აწარმოე საქართველოში" ცალკე სხვა კანონპროექტით რეორგანიზაციას დაექვემდებარება და მის საფუძველზე "საქართველოს განვითარების კორპორაცია" უნდა დაფუძნდეს, თუმცა ჯერჯერობით უშუალოდ აღნიშნული კანონპროექტი საჯაროდ გამოქვეყნებული არაა. როგორც ცნობილია "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მხარდაჭერის კომპონენტი გამოეყოფა და ის ახალ სსიპ-ში გადაინაცვლებს, რომლის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადატანის შესახებაც განხილვა დღეს გაიმართა.

"პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე კანონების პროექტებს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტით ხორციელდება სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ინსტიტუციური ცვლილება მისი ფუნქციური მანდატის გაფართოება და სახელწოდების ცვლილება. კერძოდ სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სახელწოდება განისაზღვრება შემდეგნაირად სსიპ ინვესტიციებისა და ექსპორტის სააგენტო. სააგენტოს გარდა საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებთან დაკავშირებული ფუნქციებისა განახორციელებს ქვეყნის საინვესტიციო და ექსპორტის პოტენციალის განვითარებას. სააგენტო გადავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემის დაქვემდებარებაში ნაცვლად საქართველოს პრემიერ მინისტრისა. აღნიშნული ცვლილება უკავშირდება სსიპ აწარმოე საქართველოში მიმდინარე რეორგანიზაციას რომლის საფუძველზეც საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის განვითარებასთან დაკავშირებული ფუნქციები გადაეცემა ინვესტიციებისა და ექსპორტის სააგენტოს. შესაბამისად აღნიშნულ სააგენტოს გადაეცემა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყოფილი ის ასიგნებები რომლებიც ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერისთვისაა გათვალისწინებული. გამომდინარე კანონპროექტები შესაბამისობაში მოდის საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ ძირითად ცვლილებებთან.

"აწარმოე საქართველოში" რა ფუნქციებიც იყო ინვესტიციების მოზიდვის და ექსპორტის წახალისების მიმართულებით ეს ფუნქციები გადმოდის აქეთ, ხოლო დანარჩენი "აწარმოეს" ფუნქციები გადადის სააქციო საზოგადოება ეკონომიკური განვითარების კორპორაციაში", - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE