მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა ეროვნული გზების კონტროლის ცენტრის შექმნას გეგმავს
მთავრობა ეროვნული გზების კონტროლის ცენტრის შექმნას გეგმავს

მთავრობა ეროვნული გზების კონტროლის ცენტრის შექმნას გეგმავს

BM.GE11 აგვისტო, 2026, 22:50|bm.ge

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში ეროვნული საავტომობილო გზების კონტროლის ცენტრის შექმნა და მისი ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემებით აღჭურვა იგეგმება. ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, ცენტრისთვის შენობის კონცეპტუალური დიზაინი უკვე მომზადებულია. მისი შექმნა საქართველოში ITS ტექნოლოგიების გამოყენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად არის განსაზღვრული.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების მართვის პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათი საშუალებით შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის უფრო ეფექტიანი ორგანიზება და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია.

დოკუმენტის მიხედვით, ITS სისტემები, მათ შორის ადაპტირებადი შუქნიშნები, რეალურ დროში სატრანსპორტო ნაკადების რეგულირების შესაძლებლობას იძლევა და გზის მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვის გადაადგილების უსაფრთხოების გაზრდას უწყობს ხელს.

ამ მიმართულებით საქართველოში ITS სისტემების დანერგვა უკვე მიმდინარეობს. სტრატეგიის თანახმად, 2022-2025 წლებში თბილისის მოძრაობის მართვის კონტროლის ცენტრის დეტალური დიზაინის შემუშავება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობდა. 2026 წლის ბოლომდე კი დაგეგმილია ცენტრის აპარატურის განახლება და სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობა.

თბილისში ასევე დაგეგმილია გონიერი სატრანსპორტო სისტემებისა და მათი კომპონენტების შესყიდვა და დანერგვა. პროექტის ფარგლებში ქალაქში არსებული შუქნიშნების ნაწილის სრულად ადაპტირებული სისტემებით აღჭურვაც იგეგმება, ხოლო მთლიანი პროექტის დასრულების სავარაუდო პერიოდად 2028 წლის III-IV კვარტალია განსაზღვრული.

ეროვნული გზების კონტროლის ცენტრის შექმნასთან ერთად, ITS ტექნოლოგიების გამოყენება გაგრძელდება საერთო სარგებლობის გზებსა და სხვა მუნიციპალიტეტებშიც. სტრატეგიის მიხედვით, ამ სისტემების დანერგვა საგზაო მოძრაობის მართვისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას უნდა მოემსახუროს.

უკვე მოქმედი ITS სისტემები გამოყენებულია E60-ისა და E70-ის აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალებზე, მათ შორის გორი-არგვეთის მონაკვეთზე არსებულ გვირაბებში. სისტემები უზრუნველყოფს ამინდის პირობების, სატრანსპორტო ნაკადებისა და გვირაბებში შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიღებას, რაც მართვის პუნქტებს სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას აძლევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 158 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნორუსთავი 2
  • კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-ს გადასცდა - კოლუმბიის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ეროვნული კატასტროფის მდგომარეობაიმედი
  • ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით - ინგა ფხალაძეტვ პირველი
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია?

ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - რას ითვალისწინებს ახალი სტრატეგია?

BM.GE

უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება - სტრატეგია

უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება - სტრატეგია

BM.GE

ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

ტრამპის ადმინისტრაციამ 175 000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

BM.GE

Lion Finance Group-მა 2026 წლის მეორე კვარტალის და I ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა

Lion Finance Group-მა 2026 წლის მეორე კვარტალის და I ნახევრის შედეგები გამოაქვეყნა

BM.GE