მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა €1.4 მილიონად სტიქიის მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემას და კვლევებს, გამარტივებული წესით ყიდულობს
მთავრობა €1.4 მილიონად სტიქიის მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემას და კვლევებს, გამარტივებული წესით ყიდულობს

მთავრობა €1.4 მილიონად სტიქიის მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემას და კვლევებს, გამარტივებული წესით ყიდულობს

BM.GE28 აპრილი, 2026, 19:26|bm.ge

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტო მყინვარულ ხეობებში დასახლებული პუნქტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის მიზნით მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებისთვის გამარტივებული შესყიდვით 1.4 მლნ ევროს დახარჯავს.

გამარტივებული შესყიდვის თაობაზე შეთანხმების თანახმად, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

უფრო დეტალურად, 613 600 ევროა (დღგ-ს ჩათვლით) გათვალისწინებული ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემის ინსტალაციისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის, მათ შორის აქ შედის: დრონით კვლევის სერვისი, მონიტორინგის ვებ-პორტალის შექმნა, ექსპერტული მხარდაჭერა, პერსონალის ტრენინგი, საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი – 1 სისტემა.

მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური პროექტირება კი 786 400 ევრო (დღგ-ს ჩათვლით) ჯდება. ეს მოიცავს საფრთხეების და გეოდინამიკური პროცესების ანალიზს 4 ლოკაციაზე, მათ შორის მიწისპირა ტემპერატურის ლოგერების ინსტალაციას, მონიტორინგის ზუსტი ლოკაციების განსაზღვრას, საველე კვლევებს, ეტაპობრივი იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებას და საბოლოო ანგარიშის მომზადებას GIS მონაცემებით.

შესყიდვის ობიექტი და ვადები ასეთია:

• მეწყერის მონიტორინგის სისტემის მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება (დაბა სტეფანწმინდა; ყაზბეგის მუნიციპალიტეტი - უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2026 წლის 31 ნოემბრისა); • მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების ტექნიკური მიზანშეწონილობის კვლევა და დეტალური პროექტირება შემდეგი ლოკაციებისათვის:• სოფელი გლოლა (ონის მუნიციპალიტეტი, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა);• სოფელი ჟაბეში (მესტიის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2026 წლის 15 ნოემბრისა);• დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მცხეთა–მთიანეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა);• სოფელი დართლო (ახმეტის მუნიციპალიტეტი, კახეთის რეგიონი; არაუგვიანეს 2027 წლის 15 ნოემბრისა).

როგორც გარემოს სააგენტო ასაბუთებს, შესყიდვის შეზღუდულ ვადაში განხორციელების აუცილებლობა განპირობებულია ბუნებრივი საფრთხეების ზრდის ტენდენციითა და ბოლო წლებში ჩატარებული დეტალური კვლევების შედეგად მაღალი რისკის „ცხელი წერტილების“ იდენტიფიკაციით.

"2023 წლის 03 აგვისტოს შოვში განვითარებული სტიქიური პროცესების შემდგომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მომზადებაში ჩართული იყვნენ შვეიცარიელი სპეციალისტები, რომელთა მიერ განხორციელებულმა კავკასიონის ფერდობების გეომორფოლოგიურმა ანალიზმა დამატებით დაადასტურა აღნიშნულ ზონებში რისკების ზრდა და გადაუდებელი რეაგირების საჭიროება.

2024–2025 წლებში განხორციელებული კვლევითი პროექტების (მათ შორის 2024 წლის 02 მაისის და 2025 წლის 25 აგვისტოს ხელშეკრულებების ფარგლებში) შედეგებზე დაყრდნობით გამოიკვეთა შემდგომი ეტაპის მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის აუცილებლობა. აღნიშნული კვლევების დასრულებისა და მათი შედეგების სრულყოფილი ანალიზის შემდეგ გახდა შესაძლებელი შესაბამისი ტექნიკური დავალებების მომზადება, რაც წინასწარ, სრულყოფილი მონაცემების გარეშე, ობიექტურად ვერ იქნებოდა დაგეგმილი.

გლაციალური საფრთხეების განვითარების შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტიურდება გაზაფხულის სეზონიდან, რის გამოც საჭიროა სამონტაჟო სამუშაოების განხორციელება და საველე კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარება. აღნიშნული უზრუნველყოფს იდენტიფიცირებული მაღალი რისკის არეალებში ზაფხულის პერიოდში სათანადო საველე ექსპედიციების ჩატარებას, მათ შორის დრონის, ვერტმფრენისა და მიწისპირა ინსტრუმენტალური დაკვირვებების გამოყენებით",- აღნიშნულია დასაბუთებაში.

2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 პირის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →სისტემის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE