
მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის
მთავრობა გასტრონომიის სსიპ-ს ქმნის. შესაბამისი დადგენილებები ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 18 ივნისს გამოიცა.
კერძოდ, ახალ სსიპ-ს გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დაერქმევა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.
გარდა ამისა, ამავე სამინისტროს ქვეშ იქმნება კიდევ ერთი სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო.
დადგენილებების მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ახალი სააგენტოების უფროსების დანიშვნა და მათი დებულების დამტკიცება.
ორივე დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.
bm.ge ცდილობს გაარკვიოს აღნიშნული სააგენტოების შექმნის მიზეზები და მიზნები სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ასევე, რამდენი იქნება ახალი სსიპ-ების ბიუჯეტი.
BM.GE
წყარო: bm.ge