მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობა, მცირე მარნებისთვის, 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს
მთავრობა, მცირე მარნებისთვის, 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს

მთავრობა, მცირე მარნებისთვის, 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 21:46|bm.ge

მთავრობა, მცირე მარნებისთვის 1 სექტემბერს ამოქმედებულ სერტიფიცირების საფასურს აუქმებს - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ მცირე ზომის მარნები ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან. შესაბამისი ცვლილება პროცედურების გავლის შემდეგ შევა ძალაში.

საქმე ის არის, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე "ვაზისა და ღვინის კანონში" საკანონმდებლო ცვლილებების შეტანის შედეგად ღვინის კომპანიებისთვის, განურჩევლად მათი ზომისა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოეთის ბაზარზე ღვინის რეალიზებისთვის სერტიფიცირების გადასახადი ამოქმედდა. ცვლილებამ მცირე მეწარმეების უკმაყოფილება გამოიწვია. მეღვინეების ნაწილი გაზრდილ ხარჯებზე საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ მათთვის ამ პირობებში წარმოების განვითარება გართულდებოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების საფასურის გაუქმების გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული.

„მცირე მარნების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების შედეგად გავითვალისწინეთ არსებული გამოწვევა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სერტიფიცირების მომსახურების საფასური მცირე მარნებისთვის არ გავრცელდეს. ამასთან, სერტიფიცირება რჩება სავალდებულო მოთხოვნად, რადგან ხარისხისა და მომხმარებლისთვის უსაფრთხო პროდუქციის უზრუნველყოფა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ვფიქრობთ, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც მცირე მარნების განვითარებას, ისე ქართული ღვინის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას და მისი კონკურენტუნარიანობის ზრდას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება სავალდებულოა. 1 სექტემბრიდან შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის მომსახურება ფასიანი გახდა, თუმცა სამინისტროს ცნობით, მცირე ზომის მარნებისთვის აღნიშნული მომსახურება უფასოდ განხორციელდება. მცირე მარნებისთვის სერტიფიცირების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება და მათ შესაბამისი პროცედურების გავლა და პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება მოეთხოვებათ.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით ვიღებთ, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ქართული ღვინო იყოს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი და კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს საერთაშორისო ბაზრებზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ცნობისთვის, მეღვინეებისთვის როგორც შიდა ასევე გარე ბაზრებზე ღვინის რეალიზებისთვის სავალდებულო სერტიფიცირების ამოქმედებამ,

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 120 სტატია.

  • აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდარუსთავი 2
  • "სოლიდარობა მიუსაფარ ცხოველებს" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობსტვ პირველი
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE